მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

WSJ: ამერიკელი მაღალჩინოსანი რუს მაღალჩინოსნებთან საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა

© AFP 2024 / Mladen ANTONOV
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2022
გამოწერა
თბილისი, 7 ნოემბერი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ბოლო თვეების განმავლობაში კონფიდენციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან, ასევე უშიშროების საბჭოს მდივანთან, იუწყება გამოცემა The Wall Street Journal.

„სალივანი ეკონტაქტებოდა იური უშაკოვს − პუტინის მრჩეველს საგარეო პოლიტიკაში, ასევე თავის პირდაპირ კოლეგას რუსეთის მთავრობაში ნიკოლაი პატრუშევს“, − წერს გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსანი ცდილობდა დაერწმუნებინა მოსკოვი, არ გამოიყენოს ბირთვული თუ მასობრივი განადგურების სხვა იარაღი.
გარდა ამისა, სალივანის მიზანი იყო ესკალაციის რისკის შემცირება, ასევე საკონტაქტო არხების ღიად დატოვება, და არა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დარეგულირებაზე მსჯელობა.
WSJ-ის ინფორმაციით, სალივანის რუსეთთან კონტაქტებს სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები მხარს არ უჭერენ, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ არსებულ პირობებში ასეთი ურთიერთობა არაპროდუქტიულია. ამასთან, როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ეროვნული უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე, მოსკოვთან კონტაქტების გარკვეულ დონეზე შენარჩუნება აუცილებელია.
ყველა ახალი ამბავი
0