რამდენი ხეტყე გაიჩეხა უკანონოდ: ოქტომბრის მონაცემები

© Pixabay / 947051ცული
ცული - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2022
გამოწერა
საქართველოში ხეტყის უკანონო ჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ოქტომბერში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 428 ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაფიქსირებული შემთხვევებიდან 315 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 113 კი უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთში დაფიქსირდა – 102 შემთხვევა. სხვა რეგიონებში კი ვითარება ასეთია:
აჭარა – 50
სამცხე-ჯავახეთი – 35
იმერეთი – 34
შიდა ქართლი – 29
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 24
მცხეთა-მთიანეთი – 16
ქვემო ქართლი – 15
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7
გურია – 3.
მთლიანობაში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 653 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხეტყე. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0