ამერიკაში დაბადებული თინეიჯერი ქართველი, რომელიც სხვადასხვა ჟანრის კომპოზიციებს წერს

© courtesy of Tammy Dzneladzeგიორგი შეყილაძე
გიორგი შეყილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2022
გამოწერა
ამერიკაში დაიბადა და თავის სამშობლოდ ამერიკას თვლის, მაგრამ ისიც იცის, რომ თავისი ფესვები არ უნდა დაივიწყოს. არ უნდა, რომ ამერიკაში დაბადებული ახალი თაობა საქართველოსთვის დაკარგული იყოს. ასე ფიქრობს ამერიკაში დაბადებული თინეიჯერი გიორგი შეყილაძე.
ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული სკოლის (Lyndhurst junior middle school) წარმატებული მოსწავლეა. როცა მეშვიდე კლასში იყო, ის გაგზავნეს მონტკლეარის უნივერსიტეტის (Montclear university) სკოლაში, სადაც განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისთვის სპეციალური კლასი იყო გახსნილი. დღეს მისი ცხოვრება მთლიანად მუსიკას აქვს დათმობილი. ერთნაირად უყვარს სხვადასხვა ჟანრი, როგორც კლისიკა, ასევე ჯაზი. თავის შექმნილ კომპოზიციებს დიდი სიამოვნებით და პროფესიონალურ დონეზე ასრულებს.
© courtesy of Tammy Dzneladzeგიორგი შეყილაძე
გიორგი შეყილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2022
გიორგი შეყილაძე
- გიორგი, თავიდან ნიჭიერ ბავშვთა კლასში სწავლობდი, როგორ აფასებ ამ ფაქტს?
- რადგან იმ სკოლაში მივედი, ჩემი თანატოლი ბევრი ბავშვი დამხვდა და ერთმანეთისგან ძალიან არ გამოვირჩეოდით. სკოლაში სწავლა ძალიან საინტერესო იყო. ცოდნას, რაც იქ შევიძინე, სხვაგან ვერ მივიღებდი. ის სკოლა იმითაც იყო კარგი, რომ სწავლის დროს ბევრი მეგობარი შევიძინე.
© courtesy of Tammy Dzneladzeგიორგი შეყილაძე
გიორგი შეყილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2022
გიორგი შეყილაძე
- როგორია სკოლა, რომელშიც დღეს სწავლობ?
- ჩვენი სკოლა ამერიკის ერთ-ერთ თანამედროვე და პრესტიჟულ სკოლად დასახელდა. წარჩინებული სწავლით ყოველთვის გამოვირჩეოდი და მიხარია, რომ საუკეთესო მოსწავლედ თვითონ მასწავლებლები მასახელებდნენ. მომწონს ის, რომ სკოლაში ჯაზ-ბენდია და მე მისი წევრი ვარ, ფორტეპიანოზე ვუკრავ. ბედნიერი ვარ, რადგან მუსიკა ჩემი სულის გასაღებია.
© courtesy of Tammy Dzneladzeგიორგი შეყილაძე
გიორგი შეყილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2022
გიორგი შეყილაძე
- ვიცი, რომ კომპოზიციებს წერ, შთაგონებისთვის რა არის საჭირო, როგორი იწერება შენი მუსიკა?
- მუსიკის შექმნას დრო სჭირდება და ბევრი შრომა, მაგრამ არის დღეები, როცა თავში ძალიან ბევრი ბგერა და მელოდია მომდის. მაშინვე ვჯდები ფორტეპიანოსთან და ვუკრავ. შეკვეთით წერა არ შემიძლია. როცა ღმერთი დამიძახებს, მაშინ მივალ პიანინოსთან და რასაც მიკარნახებს, იმას დავუკრავ. მართლა ასეა, მაგ დროს ტვინში რაღაც უცნაური ხდება, ამიტომ მუსიკა დაწერო – ეს ღმერთის ნება უნდა იყოს.
© courtesy of Tammy Dzneladzeგიორგი შეყილაძე
გიორგი შეყილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2022
გიორგი შეყილაძე
- სამომავლოდ მუსიკის რომელ ჟანრს აირჩევ და სად გინდა სწავლის გაგრძელება?
- მე ყველა ერთნაირად მომწონს – ჯაზი, ბლუზი, კლასიკა, მაგრამ ამ უკანასკნელის ცოდნის გარეშე ვერაფერს შექმნი. მომავალში მინდა, რომ სწავლა ჯულიარდის სკოლაში გავაგრძელო. მომავალში ვოცნებობ, რომ ჩემმა ნაწარმოებებმა ბევრ მსმენელამდე მიაღწიოს და მოწონება დაიმსახუროს. მინდა ჩემი საქმის პროფესიონალი გავხდე.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0