https://sputnik-georgia.com/20221107/g20-zelenski-da-putini-271996604.html
ინდონეზიაში იმედი აქვთ, რომ ზელენსკი და პუტინი G20-ის სამიტზე ჩავლენ
ინდონეზიაში იმედი აქვთ, რომ ზელენსკი და პუტინი G20-ის სამიტზე ჩავლენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 ნოემბერი − Sputnik. ინდონეზიას იმედი აქვს, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები − ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტში უშუალო... 07.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-07T17:07+0400
2022-11-07T17:07+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ინდონეზია
დიდი ოცეული - g20
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1c/249560043_0:168:2754:1717_1920x0_80_0_0_662f8a3abed5f1557d05f3590e22f119.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი − Sputnik. ინდონეზიას იმედი აქვს, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები − ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტში უშუალო მონაწილეობას მიიღებენ, რომელიც კუნძულ ბალიზე ჩატარდება რამდენიმე დღეში, იუწყება სააგენტო ANTARA ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, მიიღებენ თუ არა პუტინი და ზელენსკი მონაწილებას სამიტში.მანამდე ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელდა ინფორმაცია, რომ სამიტში მონაწილეობა ჯერჯერობით მხოლოდ 17 სახელმწიფოს მეთაურმა დაადასტურა. თუმცა უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ, რომელია ის სამი სახელმწიფო, რომლებსაც აქამდე არ მიუციათ პასუხი ინდონეზიის მთავრობისთვის.გარდა ამისა, G20-ის სამიტში თავიანთი მონაწილეობის შესახებ პასუხები არც უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს არ უცნობებიათ. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინა არ არის „დიდი ოცეულის“ წევრი, თუმცა მისი პრეზიდენტი მაინც მიიწვიეს სამიტზე.დიდი ოცეული (G20) − მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სტრატეგიული ეკონომიკური ფორუმი. აერთიანებს მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვან და სწრაფად განვითარებად ქვეყნებს. ოცეულის წევრები არიან: აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. დიდი ოცეული მსოფლიოს შიდა პროდუქტის 80%-ს, მსოფლიო ვაჭრობის 80%-ს და მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ს მოიცავს.G20-ის სამიტი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერსაა დაგეგმილი.
ინდონეზია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1c/249560043_11:0:2742:2048_1920x0_80_0_0_76d94a83507d0fdfcd3873678a3dd1c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ინდონეზია, დიდი ოცეული - g20, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ინდონეზია, დიდი ოცეული - g20, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 7 ნოემბერი − Sputnik. ინდონეზიას იმედი აქვს, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები − ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტში უშუალო მონაწილეობას მიიღებენ, რომელიც კუნძულ ბალიზე ჩატარდება რამდენიმე დღეში, იუწყება სააგენტო
ANTARA ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
„ჩვენ გვსურს, რომ G20-ის სამიტზე მოწვეულმა ყველა ქვეყნის პრეზიდენტმა პირადად მიიღოს მონაწილეობა სამიტში. ეს ეხება რუსეთსაც და უკრაინასაც. იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყნების პრეზიდენტები შეძლებენ ბალიზე ჩამოსვლას“, − განაცხადა ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივანმა სეტი უტამამ პრესკონფერენციაზე.
საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, მიიღებენ თუ არა პუტინი და ზელენსკი მონაწილებას სამიტში.
მანამდე ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელდა ინფორმაცია, რომ სამიტში მონაწილეობა ჯერჯერობით მხოლოდ 17 სახელმწიფოს მეთაურმა დაადასტურა. თუმცა უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ, რომელია ის სამი სახელმწიფო, რომლებსაც აქამდე არ მიუციათ პასუხი ინდონეზიის მთავრობისთვის.
გარდა ამისა, G20-ის სამიტში თავიანთი მონაწილეობის შესახებ პასუხები არც უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს არ უცნობებიათ. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინა არ არის „დიდი ოცეულის“ წევრი, თუმცა მისი პრეზიდენტი მაინც მიიწვიეს სამიტზე.
დიდი ოცეული (G20) − მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სტრატეგიული ეკონომიკური ფორუმი. აერთიანებს მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვან და სწრაფად განვითარებად ქვეყნებს. ოცეულის წევრები არიან: აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. დიდი ოცეული მსოფლიოს შიდა პროდუქტის 80%-ს, მსოფლიო ვაჭრობის 80%-ს და მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ს მოიცავს.
G20-ის სამიტი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერსაა დაგეგმილი.