https://sputnik-georgia.com/20221107/col-qmris-mkvlelobistvis-pirs-uvado-patimroba-emuqreba-271994955.html
ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდა
ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
ბრალდებულმა ერთ-ერთ ფერმაში მომუშავე ცოლ-ქმარი მათი კუთვნილი 20 ათასი დოლარის მისაკუთრების მიზნით მოკლა. 07.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-07T16:46+0400
2022-11-07T16:46+0400
2022-11-07T20:32+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181200_59:54:1280:741_1920x0_80_0_0_f2476d7bec160f23b314a41f2cdb481c.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის, ქურდობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე 34 წლის გიორგი გაწირიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა.აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით 2022 წლის 10 თებერვალს ბრალდებულმა უკანონოდ მოპოვებული ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით ესროლა ცოლ-ქმარს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.გარდა ამისა, ბრალდებული დაემუქრა გარდაცვლილთა არასრულწლოვან შვილს და ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით იგი თოკით დააბა, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მამაკაცს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის სამი მუხლით – 109-ე მუხლის მესამე, 143-ე მუხლის მეორე და მესამე და 177-ე მუხლის მეორე ნაწილებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181200_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_6989f285e87b7fcecc25475c0d35d0cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდა
16:46 07.11.2022 (განახლებულია: 20:32 07.11.2022) ბრალდებულმა ერთ-ერთ ფერმაში მომუშავე ცოლ-ქმარი მათი კუთვნილი 20 ათასი დოლარის მისაკუთრების მიზნით მოკლა.
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის, ქურდობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე 34 წლის გიორგი გაწირიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის, რომელიც აღნიშნული სოფლის მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20 ათასი დოლარი ჰქონდა შენახული.
აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით 2022 წლის 10 თებერვალს ბრალდებულმა უკანონოდ მოპოვებული ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით ესროლა ცოლ-ქმარს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.
გარდა ამისა, ბრალდებული დაემუქრა გარდაცვლილთა არასრულწლოვან შვილს და ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით იგი თოკით დააბა, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მამაკაცს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის სამი მუხლით – 109-ე მუხლის მესამე, 143-ე მუხლის მეორე და მესამე და 177-ე მუხლის მეორე ნაწილებით.