„კოჭლ იხვზე“ ნადირობის სეზონი: არჩევნების შემდეგ ბაიდენს იმპიჩმენტი ელის

© AFP 2024 / Saul Loeb
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2022
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
აშშ-ში შუალედური არჩევნები ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ამერიკელები უკვე ღელავენ 8 ნოემბრის შემდეგ ქვეყნის ბედის გამო. გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ რესპუბლიკელი კანდიდატები კონგრესში უნდა მოხვდნენ და დამაჯერებელი უმრავლესობა მოიპოვონ.
მართალია, დემოკრატებმა შეიძლება გაიმეორონ 2020 წლის ფოკუსები და სცადონ არჩევნების შედეგების გაყალბება, მაგრამ ეს მეტისმეტად სარისკოა.
თუ არჩევნები მეტ-ნაკლებად სუფთად ჩატარდება, რესპუბლიკელების გამარჯვება პრაქტიკულად გადაწყვეტილია. რას გააკეთებენ ისინი კონგრესში უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში?
რესპუბლიკელების ამომრჩეველთა მთავარი მოთხოვნა დღეს - ჯო ბაიდენის მოშორებაა. Joe must go – „ჯო უნდა წავიდეს“ – ეს ლოზუნგი დღეს ათობით მილიონ ამერიკელს აერთიანებს. ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო მოუღო მსოფლიოს ყოფილ პირველ ეკონომიკას და მისი რეცესია გამოიწვია. ასე უწოდებენ დღეს კრიზისს, რომელსაც დიდ დეპრესიაზე უარესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
ამერიკული ქალაქების ქუჩებში ქურდობენ, ძალადობენ, ხოცავენ... კრიმინალი იკვებება პრაქტიკულად გახსნილი მექსიკის საზღვრიდან. თეთრი სახლი უარს აცხადებს მის გაკონტროლებაზე და ქვეყანაში თავისუფლად შედის ათასობით არალეგალური მიგრანტი, რომელთა შორის არიან დამნაშავეები, ნარკომოვაჭრეები და უბრალოდ მშიერი ადამიანები, რომლებსაც ლუკმა-პურისთვის მოკვლაც კი შეუძლიათ.
ბაიდენის ეპოქის უცნაური ფენომენია - აყვავებული და დემოკრატიული კალიფორნიის მცხოვრებნი მასობრივად გადადიან მექსიკაში, სადაც უფრო იაფია იჯარა, პროდუქტი, მედიცინა და საერთოდ ყველაფერი.
ბაიდენის ადმინისტრაციის საქმეების სიაში განსაკუთრებით გამორჩეულია ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაქცევა.
ტექნიკოსებმა იქ ათობით მილიარდი დოლარი დატოვეს. უღალატეს ყველას: ავღანელ თანამშრომლებს, ნატოში მოკავშირეებს, თავიანთი მოქალაქეების ოჯახებს.
ამერიკელებს მეტად აღელვებს აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან მარაგის გაფლანგვა. ბაიდენი მარაგს ხარჯავს, რათა შეინარჩუნოს ბენზინის ფასი.
ჯოზეფ ბაიდენის იმპიჩმენტის შესახებ პირველად წინადადება წამოაყენა კონგრესმენმა მარჯორი ტეილორ გრინმა ჯერ კიდევ გასული წლის 21 იანვარს – პრეზიდენტის ამპლუაში ბაიდენის საქმიანობის პირველივე დღეს. დემოკრატიული პარტიის კონტროლის ქვეშ მყოფ კონგრესს, რასაკვირველია, მისი რეზოლუციის განხილვა არც დაუწყია.
მაგრამ რესპუბლიკელები არ დანებდნენ. ახალი წინადადებები იმპიჩმენტის თაობაზე წამოაყენეს აგვისტოში, შემდეგ სექტემბერში, ოქტომბერში. ახლა რესპუბლიკელები გეგმავენ ერთბაშად ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის იმპიჩმენტის მოთხოვნას.
აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელების ლიდერი კევინ მაკარტი ჯერჯერობით არ ჩქარობს ღიად დაუჭიროს მხარი იმპიჩმენტს. მაგრამ მაკარტი განიცდის ზეწოლას „ქვედა“ რესპუბლიკელებისა და მათი ლიდერისგან – დონალდ ტრამპის მხრიდან, რომელიც მიანიშნებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმებზე. მიუხედავად ფორმალური სტატუსის არქონისა, ის აშშ-ში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია. „რა სურს ტრამპს?“ – კითხულობს დემოკრატიული ჟურნალი The Atlantic-ის ჟურნალისტი. „ტრამპს სურს ყველას იმპიჩმენტი“, – პასუხობს ტრამპის თანაპარტიელი.
რესპუბლიკელები აპირებენ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ მისი შვილის ჰანტერის გამოყენებას, რომლის ნოუთბუქში შეკრებილია ტონობით კომპრომატი. ჰანტერის მიმოწერიდან ჩანს, რომ მამამ ის მოაწყო უკრაინული კომპანია Burisma-ს დირექტორთა საბჭოში, რომ შვილი ვაჭრობდა მამასთან კავშირების დამყარებით, რომ უყოფდა მას ქრთამსა და უკანონო შემოსავალს.
ამ ყველაფრის საპასუხოდ დემოკრატები ითხოვენ მტკიცებულებებს.
აშშ-ში იმპიჩმენტის პროცედურა შემდეგნაირად მოქმედებს: ჯერ წინადადებას კენჭს უყრიან კონგრესში. მიღების შემთხვევაში საქმე იგზავნება აშშ-ის სენატში, იქ კი პრეზიდენტს ელოდება სასამართლო მოსმენა. მინიმუმ 67-მა სენატორმა უნდა ცნოს პრეზიდენტი დამნაშავედ თუნდაც ერთ-ერთ წაყენებულ ბრალში. თუ რესპუბლიკელები არჩევნებზე სენატში უმრავლესობას მოიპოვებენ, ისინი თავისუფლად შეძლებენ ბაიდენისთვის იმპიჩმენტის მოწყობას. თუ არა – იმპიჩმენტი შეიძლება ჩაიშალოს.
აშშ-ის კონსტიტუციაში არის ასეთი ხუმრობაც, რომ პრეზიდენტს შეუძლია თანამდებობიდან ნებაყოფლობით წასვლა. ჯო ბაიდენისთვის ეს სიტუაციიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა. ადამიანური თვალსაზრისითაც – მას დასვენება და სიმშვიდე სჭირდება, როგორც ასაკოვან ადამიანს.
მაგრამ ნებაყოფლობით გადადგომა დღევანდელი დღის შესაფერისი არ არის. დემოკრატიული პარტია ბოლომდე ბრძოლისთვისაა მომართული.
იმპიჩმენტის ალტერნატივად რესპუბლიკელი აქტივისტები ინტელექტუალური უნარების ტესტს განიხილავენ. ბაიდენმა უნდა გაიაროს ტესტი, რათა დაამტკიცოს, რომ შეუძლია ქვეყნის მართვა.
ბაიდენის საჯარო ტესტი კოგნიტიურ უნარებზე ამერიკისთვის ავღანეთიდან გაქცევაზე სამარცხვინო მოვლენა იქნებოდა. როდესაც არჩევნები დასრულდება, „კოჭლ იხვზე“ ნადირობის სეზონი გაიხსნება. აშშ-ის პრეზიდენტს ახალი გამოცდა ელის. ადამიანურად, რასაკვირველია, ცოდოა...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0