https://sputnik-georgia.com/20221106/saqartvelos-tavdacva-12-batalionis-wvrtnebi-271972493.html
მე-12 ბატალიონმა ნატოს მე-2 დონის შეფასება წარმატებით გაიარა
მე-12 ბატალიონმა ნატოს მე-2 დონის შეფასება წარმატებით გაიარა
Sputnik საქართველო
ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მოქმედებები... 06.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-06T15:54+0400
2022-11-06T15:54+0400
2022-11-06T15:54+0400
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23505/18/235051852_0:198:2420:1559_1920x0_80_0_0_f927918b84b0e5c8b2d2d8127a49b530.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულმა მორიგი შეფასება წარმატებით გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.აღნიშნული ასეული ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაშია (OCC E&F) ჩართული.უწყების ცნობით, მეორე დონის შეფასების(NEL-2) წვრთნები საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და ნატოს რეაგირების ძალებისთვის მზადყოფნის დადასტურებას ისახავდა მიზნად.წვრთნების დასკვნითი ფაზა ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასეულმა ობიექტზე წინასწარ მომზადებული შეტევა განახორციელა. სწავლებაში ჩართული იყო საბრძოლო მანქანა „დიდგორი". ქვედნაყოფმა დაჭრილებისა და დაშავებულების ევაკუაცია ვერტმფრენის დახმარებითა და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკის“ გამოყენებით განახორციელა.მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საბრძოლო მზადყოფნის დოკუმენტი გაფორმდა.მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ნატოს მე-2 დონის(NEL-2) შეფასება პირველად 2019 წელს დაასრულა და ნატოს ძალებთან თავსებადობის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23505/18/235051852_0:634:2420:2449_1920x0_80_0_0_79c61cf344b5127b732e72439b666d6b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები
მე-12 ბატალიონმა ნატოს მე-2 დონის შეფასება წარმატებით გაიარა
ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მოქმედებები დადებითად შეაფასა.
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულმა მორიგი შეფასება წარმატებით გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნული ასეული ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაშია (OCC E&F) ჩართული.
უწყების ცნობით, მეორე დონის შეფასების(NEL-2) წვრთნები საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და ნატოს რეაგირების ძალებისთვის მზადყოფნის დადასტურებას ისახავდა მიზნად.
წვრთნების დასკვნითი ფაზა ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასეულმა ობიექტზე წინასწარ მომზადებული შეტევა განახორციელა. სწავლებაში ჩართული იყო საბრძოლო მანქანა „დიდგორი". ქვედნაყოფმა დაჭრილებისა და დაშავებულების ევაკუაცია ვერტმფრენის დახმარებითა და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკის“ გამოყენებით განახორციელა.
მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საბრძოლო მზადყოფნის დოკუმენტი გაფორმდა.
მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ნატოს მე-2 დონის(NEL-2) შეფასება პირველად 2019 წელს დაასრულა და ნატოს ძალებთან თავსებადობის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო.