https://sputnik-georgia.com/20221106/ratom-uwirt-wkvian-adamianebs-seyvareba-4-mizezi-271971709.html
რატომ უჭირთ ჭკვიან ადამიანებს შეყვარება: ოთხი მიზეზი
რატომ უჭირთ ჭკვიან ადამიანებს შეყვარება: ოთხი მიზეზი
Sputnik საქართველო
შესაძლოა ბევრმა არც იცოდეს, მაგრამ, თურმე, ჭკვიან ადამიანებს შეყვარება უჭირთ. ანუ, მათი მოხიბლვა-გულის დაპყრობა მეტად რთული საქმე ყოფილა. 06.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-06T16:23+0400
2022-11-06T16:23+0400
2022-11-06T16:23+0400
ეს საინტერესოა
ფსიქოლოგია
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24407/66/244076638_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_bdede6dd0040365404193973a46fc37c.jpg
სპეციალისტები ამბობენ, რომ ამას თავისი მიზეზები აქვს, რომელთაგან ყველაზე მთავარი შემდეგი ოთხია:ჭკვიან ადამიანებს ინფორმაციის შეგროვებისა და დასკვნების გაკეთების ბრწყინვალე უნარი აქვთ. სწორედ ეს უნარი უწევთ მათ ხშირად, ასე ვთქვათ, ბოროტ სამსახურს.საქმე ისაა, რომ ჭკვიანი ადამიანები სხვებზე უკეთ, პრაქტიკულად მათი გაჩენისთანავე „ახერხებენ“ პრობლემების ამოცნობას ურთიერთობებში და პირველები ასწრებენ გაქცევას ამ ურთიერთობებიდან სიტყვებით „ერთმანეთს არ შევეფერებით“.ტვინი მუშაობას არასდროს წყვეტს, განსაკუთრებით, ჭკვიანი ადამიანის ტვინი. შესაბამისად, მას გამუდმებით ამოაქვს ზედაპირზე ათასი დეტალი და მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება, რომ მოვლენები ისე კი არ განვითარდეს, როგორც მოსალოდნელია, არამედ სხვა მიმართულებით.ჭკვიან ადამიანებს ესმით, რომ ნებისმიერი ურთიერთობა შეიცავს რისკს და სწორედ ამიტომაც უჭირთ გახსნა. უფრო მეტიც, ამის გამო ხშირად ისინი ცივ და განდეგილ ადამიანებად მიაჩნიათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სულაც არაა ასე.შეცდომა, რომელსაც ჭკვიანი ადამიანები უშვებენ, ისაა, რომ უჭირთ გაიაზრონ შემდეგი: აუცილებელი არ არის, რომ მიზეზმა, რომელმაც წინა ურთიერთობა დაანგრია, ახალიც შეიწიროს. ჭკვიანებს კარგად ახსოვთ, რა ტკივილი მიადგათ განშორებისას და ეს განცდა, ნებსით თუ უნებლიეთ, ახალ ურთიერთობებშიც მიჰყვებათ.დიახ, ასეა. ჭკვიან ადამიანებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ უკეთესია იყვნენ მარტო, ვიდრე ისეთთან, ვისაც თავისად ვერ აღიქვამენ. ეს მათი სრულიად შეგნებული და გააზრებული არჩევანია.ჭკვიანი ადამიანები უმეტესად მარტონი არიან არა ვითარების გამო, არამედ იმიტომ, რომ თავად სურთ ასე. საკუთარ თავთან განმარტოება მათთვის ყველაზე დიდი კომფორტია.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24407/66/244076638_106:0:1815:1282_1920x0_80_0_0_91965f46315db75c94813d8a18a7aadb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეს საინტერესოა, ფსიქოლოგია , წასაკითხი ამბები
ეს საინტერესოა, ფსიქოლოგია , წასაკითხი ამბები
რატომ უჭირთ ჭკვიან ადამიანებს შეყვარება: ოთხი მიზეზი
შესაძლოა ბევრმა არც იცოდეს, მაგრამ, თურმე, ჭკვიან ადამიანებს შეყვარება უჭირთ. ანუ, მათი მოხიბლვა-გულის დაპყრობა მეტად რთული საქმე ყოფილა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ამას თავისი მიზეზები აქვს, რომელთაგან ყველაზე მთავარი შემდეგი ოთხია:
ჭკვიანი ადამიანები აანალიზებენ გრძნობებს — საკუთარსაც და სხვისასაც ჭკვიან ადამიანებს ინფორმაციის შეგროვებისა და დასკვნების გაკეთების ბრწყინვალე უნარი აქვთ. სწორედ ეს უნარი უწევთ მათ ხშირად, ასე ვთქვათ, ბოროტ სამსახურს.
საქმე ისაა, რომ ჭკვიანი ადამიანები სხვებზე უკეთ, პრაქტიკულად მათი გაჩენისთანავე „ახერხებენ“ პრობლემების ამოცნობას ურთიერთობებში და პირველები ასწრებენ გაქცევას ამ ურთიერთობებიდან სიტყვებით „ერთმანეთს არ შევეფერებით“.
ჭკვიანებს ბევრი დრო სჭირდებათ გასახსნელად ტვინი მუშაობას არასდროს წყვეტს, განსაკუთრებით, ჭკვიანი ადამიანის ტვინი. შესაბამისად, მას გამუდმებით ამოაქვს ზედაპირზე ათასი დეტალი და მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება, რომ მოვლენები ისე კი არ განვითარდეს, როგორც მოსალოდნელია, არამედ სხვა მიმართულებით.
ჭკვიან ადამიანებს ესმით, რომ ნებისმიერი ურთიერთობა შეიცავს რისკს და სწორედ ამიტომაც უჭირთ გახსნა. უფრო მეტიც, ამის გამო ხშირად ისინი ცივ და განდეგილ ადამიანებად მიაჩნიათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სულაც არაა ასე.
ჭკვიანები ეყრდნობიან გამოცდილებას შეცდომა, რომელსაც ჭკვიანი ადამიანები უშვებენ, ისაა, რომ უჭირთ გაიაზრონ შემდეგი: აუცილებელი არ არის, რომ მიზეზმა, რომელმაც წინა ურთიერთობა დაანგრია, ახალიც შეიწიროს. ჭკვიანებს კარგად ახსოვთ, რა ტკივილი მიადგათ განშორებისას და ეს განცდა, ნებსით თუ უნებლიეთ, ახალ ურთიერთობებშიც მიჰყვებათ.
მარტოობა ჭკვიანების შეგნებული არჩევანია დიახ, ასეა. ჭკვიან ადამიანებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ უკეთესია იყვნენ მარტო, ვიდრე ისეთთან, ვისაც თავისად ვერ აღიქვამენ. ეს მათი სრულიად შეგნებული და გააზრებული არჩევანია.
ჭკვიანი ადამიანები უმეტესად მარტონი არიან არა ვითარების გამო, არამედ იმიტომ, რომ თავად სურთ ასე. საკუთარ თავთან განმარტოება მათთვის ყველაზე დიდი კომფორტია.