https://sputnik-georgia.com/20221106/qartvelma-iunkrebma-fici-dades-271973160.html
ქართველმა იუნკრებმა სამხედრო ფიცი დადეს: ვიდეო ხერთვისის ციხიდან
ქართველმა იუნკრებმა სამხედრო ფიცი დადეს: ვიდეო ხერთვისის ციხიდან
Sputnik საქართველო
იუნკერთა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. 06.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-06T17:14+0400
2022-11-06T17:14+0400
2022-11-06T17:14+0400
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23361/50/233615093_0:82:2587:1537_1920x0_80_0_0_cb5fbc55d078f93346c9b6ee2634c248.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, იუნკრებმა ხუთი კვირის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურის ჩამოყალიბებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განავითარეს.ფიცის დადების ცერემონია ხერთვისის ისტორიული ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე გაიმართა. ფიცი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების 93-მა კურსდამთავრებულმა დადო.სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, იუნკრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.ცერემონიაზე წარჩინებულ კურსდამთავრებულებსა და ინსტრუქტორებს საპატიო სიგელები გადასცეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23361/50/233615093_213:0:2372:1619_1920x0_80_0_0_e522be543020c863fb581d94433ca9a9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო
ქართველმა იუნკრებმა სამხედრო ფიცი დადეს: ვიდეო ხერთვისის ციხიდან
იუნკერთა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, იუნკრებმა ხუთი კვირის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურის ჩამოყალიბებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განავითარეს.
ფიცის დადების ცერემონია ხერთვისის ისტორიული ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე გაიმართა. ფიცი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების 93-მა კურსდამთავრებულმა დადო.
სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, იუნკრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.
ცერემონიაზე წარჩინებულ კურსდამთავრებულებსა და ინსტრუქტორებს საპატიო სიგელები გადასცეს.