https://sputnik-georgia.com/20221106/folker-turqis-werili-ilon-masks-271971134.html
გაეროს უმაღლესმა კომისარმა ილონ მასკს ღია წერილით მიმართა: რას მოითხოვს ფოლკერ თურქი
გაეროს უმაღლესმა კომისარმა ილონ მასკს ღია წერილით მიმართა: რას მოითხოვს ფოლკერ თურქი
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ფოლკერ თურქმა ღია წერილით მიმართა Twitter-ის ახალ მფლობელ ილონ მასკს და სოცქსელის... 06.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-06T15:07+0400
2022-11-06T15:07+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
twitter
ილონ მასკი
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო
გაერო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/11/271397034_0:0:2997:1686_1920x0_80_0_0_54ab936a50ca9b20924daac45f787d5d.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ფოლკერ თურქმა ღია წერილით მიმართა Twitter-ის ახალ მფლობელ ილონ მასკს და სოცქსელის მართვისას ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდა, იუწყება გაეროს პრესსამსახური.აღნიშნული წერილის საფუძვლად იქცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მასკი Twitter-ის ადამიანის უფლებების კომიტეტიდან აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, ხოლო ეთიკის განყოფილებიდან — ორის გარდა, ყველას გაშვებას გეგმავს.ამასთან გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების ექვსი ძირითადი პრინციპი ჩამოაყალიბა, რომლებიც Twitter-ის ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს.თურქის თქმით, სოცქსელმა უნდა დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშუეხებლობა, აღკვეთოს მავნე დეზინფორმაციის ვირუსული გავრცელება, არ დაუშვას სიძულვილის ენის გამოყენება, დისკრიმინაციისადმი წაქეზება, მტრობისა და ძალადობისკენ მოწოდება, უნდა იყოს გამჭვირვალე — რათა უკეთ იყოს გასაგები სოციალური მედიის გავლენა საზოგადოებაზე, დაცული უნდა იყოს კონფედენციალობა, პლატფორმის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის კუთხით ვალდებულებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს არა მარტო ინგლისურენოვანი მომხმარებლისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.ილონ მასკმა 27 ოქტომბრის საღამოს 44 მილიარდ დოლარიანი გარიგება დახურა და სოციალური ქსელ Twitter-ის ერთადერთი მფლობელი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, პირველი, რაც მან გააკეთა სოცქსელის ხელმძღვანელის რანგში, ის იყო, რომ Twitter-ის გენერალური დირექტორი და ფინანსური დირექტორი გაათავისუფლა. გარდა ამისა, სამსახური დაატოვებინა განყოფილების ხელმძღვანელს, რომელიც იურიდიულ პოლიტიკაზე, ნდობასა და უსაფრთხოებაზე აგებდა პასუხს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/11/271397034_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_4d4976767fb3cc0fe6acaeb43c23e1aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
twitter, ილონ მასკი, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო , გაერო, მსოფლიოს ახალი ამბები
twitter, ილონ მასკი, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო , გაერო, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ფოლკერ თურქმა ღია წერილით მიმართა Twitter-ის ახალ მფლობელ ილონ მასკს და სოცქსელის მართვისას ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდა, იუწყება გაეროს პრესსამსახური.
აღნიშნული წერილის საფუძვლად იქცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მასკი Twitter-ის ადამიანის უფლებების კომიტეტიდან აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, ხოლო ეთიკის განყოფილებიდან — ორის გარდა, ყველას გაშვებას გეგმავს.
„როგორც ყველა კომპანიაში, Twitter-შიც უნდა აცნობიერებდნენ მის პლატფორმასთან დაკავშირებულ ზიანს და უნდა დგამდნენ ნაბიჯებს მათ აღმოსაფხვრელად. ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემამ ბარიერები უნდა დაადგინოს პლატფორმის გამოყენებასა და განვითარებაში. მოკლედ რომ ვთქვა, მოგიწოდებთ, გააკეთოთ ისე, რომ თქვენი ხელმძღვანელობით Twitter-ის მართვაში ადამიანის უფლებებმა ცენტრალური ადგილი დაიკავოს“, — ნათქვამია ფოლკერ თურქის წერილში.
ამასთან გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების ექვსი ძირითადი პრინციპი ჩამოაყალიბა, რომლებიც Twitter-ის ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს.
თურქის თქმით, სოცქსელმა უნდა დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშუეხებლობა, აღკვეთოს მავნე დეზინფორმაციის ვირუსული გავრცელება, არ დაუშვას სიძულვილის ენის გამოყენება, დისკრიმინაციისადმი წაქეზება, მტრობისა და ძალადობისკენ მოწოდება, უნდა იყოს გამჭვირვალე — რათა უკეთ იყოს გასაგები სოციალური მედიის გავლენა საზოგადოებაზე, დაცული უნდა იყოს კონფედენციალობა, პლატფორმის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის კუთხით ვალდებულებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს არა მარტო ინგლისურენოვანი მომხმარებლისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
ილონ მასკმა 27 ოქტომბრის საღამოს 44 მილიარდ დოლარიანი გარიგება დახურა და სოციალური ქსელ Twitter-ის ერთადერთი მფლობელი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, პირველი, რაც მან გააკეთა სოცქსელის ხელმძღვანელის რანგში, ის იყო, რომ Twitter-ის გენერალური დირექტორი და ფინანსური დირექტორი გაათავისუფლა. გარდა ამისა, სამსახური დაატოვებინა განყოფილების ხელმძღვანელს, რომელიც იურიდიულ პოლიტიკაზე, ნდობასა და უსაფრთხოებაზე აგებდა პასუხს.