ალექსანდრე ზაზარაშვილი აშშ-ში კონცერტებს გამართავს

© courtesy of Alexandre Zazarashviliალექსანდრე ზაზარაშვილი
ალექსანდრე ზაზარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2022
გამოწერა
ალექსანდრე ზაზარაშვილის წარმატება უკრაინული მუსიკალური პროექტის Голос.Дети მეხუთე სეზონში გამარჯვებით დაიწყო.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ქართველი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელსაც „ქართველ რობერტინო ლორეტის“ უწოდებენ, აშშ-ში ორ კონცერტს სახელწოდებით A Boy With Dream გამართავს.
პირველი კონცერტი ნიუ-ჯერსიში 19 ნოემბერს, მეორე კი ფილადელფიაში 2 დეკემბერს გაიმართება.
„ეს იქნება არა მხოლოდ მაღალი დონის პერფორმანსებით გაჯერებული საღამო, არამედ შოუ ალექსანდრე ზაზარაშვილის ცხოვრებაზე“, - ნათქვამია კონცერტების ანონსში.
.ალექსანდრე ზაზარაშვილის წარმატება უკრაინული მუსიკალური პროექტის Голос.Дети მეხუთე სეზონში გამარჯვებით დაიწყო. მოზარდს მაშინვე უწოდეს „ქართველი რობერტინო ლორეტი". ფინალში ალექსანდრემ ქართულად შეასრულა ნინო ქათამაძის კომპოზიცია „ქუჩაში ერთხელ" და პროექტში ფურორი მოახდინა.
უკრაინის შემდეგ მისი ნიჭის შესახებ აშშ-შიც გაიგეს. ალექსანდრე წარმატებით წარდგა კარნეგი-ჰოლში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის სცენაზე და აშშ-ის კიდევ რამდენიმე ქალაქში გამართა კონცერტები.
2019 წლის სექტემბერში მომღერალი ნიუ-იორკის რესტორან LORD-ში წარდგა საღამოზე „შეეგებეთ ალექსანდრე ზაზარაშვილს" (Meet Alexsandre Zazarashvili), ხოლო 27 და 28 სექტემბერს – ფილადელფიასა და ნიუ-ჯერსიში კონცერტებზე The Voices of Ukraine and Georgia.
ყველა ახალი ამბავი
0