https://sputnik-georgia.com/20221105/saqartveloshi-ori-axali-nakrzali-gachndeba-271954580.html
საქართველოში ორი დაცული ტერიტორია გაჩნდება
საქართველოში ორი დაცული ტერიტორია გაჩნდება
Sputnik საქართველო
საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა, რომელსაც ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს. 05.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-05T17:52+0400
2022-11-05T17:52+0400
2022-11-05T17:52+0400
საქართველო
ჩვენ და ბუნება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1c/250468471_0:160:3073:1889_1920x0_80_0_0_942d572077c070ce40bee1fe0cd24d7c.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. შიდა ქართლში ერთბაშად ორი დაცული ტერიტორია გაჩნდება, შესაბამისი ცვლილებები „დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონში საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო.დაცული ტერიტორიები ტანასა და თეძამის ხეობაში გაჩნდება.„ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს გორში, ტანასა და თეძამის ხეობებში 32.850 ჰექტარ ფართობზე, ტანას აღკვეთილისა (საერთო ფართობია 10.986 ჰექტარი) და ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის (საერთო ფართობია 21.864 ჰექტარი) დაარსებას.ორივე დაცულ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნება უნიკალური ეკოსისტემების დაცვა, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი სარგებლობა, ტერიტორიაზე ტურისტულ‐რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეკრეაციული პოტენციალის სრულად ათვისება.დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის საქართველო 16,3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს.საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა, რომელსაც ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს. ყველაზე პოპულარულია ყაზბეგის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი და პრომეთეს მღვიმეები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1c/250468471_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_eb45f494b5e8e161822fbd2438bb67c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩვენ და ბუნება , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები
საქართველო, ჩვენ და ბუნება , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები
საქართველოში ორი დაცული ტერიტორია გაჩნდება
საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა, რომელსაც ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. შიდა ქართლში ერთბაშად ორი დაცული ტერიტორია გაჩნდება, შესაბამისი ცვლილებები „დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონში საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო.
დაცული ტერიტორიები ტანასა და თეძამის ხეობაში გაჩნდება.
„ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს გორში, ტანასა და თეძამის ხეობებში 32.850 ჰექტარ ფართობზე, ტანას აღკვეთილისა (საერთო ფართობია 10.986 ჰექტარი) და ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის (საერთო ფართობია 21.864 ჰექტარი) დაარსებას.
ორივე დაცულ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნება უნიკალური ეკოსისტემების დაცვა, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი სარგებლობა, ტერიტორიაზე ტურისტულ‐რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეკრეაციული პოტენციალის სრულად ათვისება.
დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის საქართველო 16,3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს.
საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა, რომელსაც ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს. ყველაზე პოპულარულია ყაზბეგის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი და პრომეთეს მღვიმეები.