https://sputnik-georgia.com/20221105/reuters-saqartvelos-ekonomikaze-271958148.html
Reuters: საქართველოში გაქცეულ რუსებს თან ფულის ტალღა მიაქვთ
Reuters: საქართველოში გაქცეულ რუსებს თან ფულის ტალღა მიაქვთ
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 ნოემბერი — sputnik. იმ დროს, როდესაც ევროპას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტით გამოწვეული კრიზისი ახრჩობს, პატარა ქვეყანა საქართველო ეკონომიკურ ბუმს... 05.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-05T21:17+0400
2022-11-05T21:17+0400
2022-11-05T21:17+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265584557_0:35:1300:766_1920x0_80_0_0_2dc58dbac84399c0e364ffee08742676.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — sputnik. იმ დროს, როდესაც ევროპას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტით გამოწვეული კრიზისი ახრჩობს, პატარა ქვეყანა საქართველო ეკონომიკურ ბუმს განიცდის, წერს Reuters-ი.როგორც პუბლიკაციის ავტორი ჯეიკ კორდელი აცხადებს, წელს საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა გახდება, რასაც რუსეთიდან 100 000-ზე მეტი ადამიანის შემოდინება შეუწყობს ხელს.მისი თქმით, საქართველო, რომელსაც რუსეთთან 2008 წელს ომი ჰქონდა, ახლა მასთან მეზობლობის დადებით „ნაყოფს იმკის“, რასაც ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვრის არსებობა და ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა უწყობს ხელს.გამოცემის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 1 მილიარდ დოლარზე მეტი გადარიცხეს, რაც გასული წლის მაჩვენებელს ხუთჯერ აღემატება და რამაც „ქართული ლარი ბოლო სამ წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ დონემდე ასწია“.ამას კი, როგორც ავტორი აღნიშნავს, მოჰყვება ის, რომ „ეს 19 მილიარდიანი მოკრძალებული ეკონომიკა, რომელიც კარგადაა ცნობილი თავისი მთებით, ტყეებითა და ვენახებით, გაუსწრებს ისეთ სწრაფად მზარდ ბაზრებს, როგორიცაა ვიეტნამი და ნავთობექსპორტიორი კუვეიტი“.საქართველოს შსს–ს მონაცემებით, 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში სულ შემოვიდა და დარჩა რუსეთის 112.733 მოქალაქე. სამოქალაქო რეესტრის ცნობით, 1 მარტიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში ბინა რუსეთის 2.585–მა მოქალაქემ შეიძინა. ამას გარდა, აღნიშნულ პერიოდში რუსეთის 252–მა მოქალაქებ საქართველოში შეიძინა 249 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობია 37,9 ჰექტარია. ასევე ცნობილია, რომ რუსეთის მოქალაქეებმა 1 მარტიდან 12 ოქტომბრის პერიოდში საქართველოში დაარეგისტრირეს 711 იურიდიული პირი, 9.789 მოქალაქემ კი ინდმეწარმის სტატუსი მიიღო.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265584557_117:0:1184:800_1920x0_80_0_0_526c48d2203f2d9f84a19e0d387dfc32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, რუსეთი
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, რუსეთი
თბილისი, 5 ნოემბერი — sputnik. იმ დროს, როდესაც ევროპას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტით გამოწვეული კრიზისი ახრჩობს, პატარა ქვეყანა საქართველო ეკონომიკურ ბუმს განიცდის, წერს
Reuters-ი. როგორც პუბლიკაციის ავტორი ჯეიკ კორდელი აცხადებს, წელს საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა გახდება, რასაც რუსეთიდან 100 000-ზე მეტი ადამიანის შემოდინება შეუწყობს ხელს.
მისი თქმით, საქართველო, რომელსაც რუსეთთან 2008 წელს ომი ჰქონდა, ახლა მასთან მეზობლობის დადებით „ნაყოფს იმკის“, რასაც ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვრის არსებობა და ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა უწყობს ხელს.
„საქართველოს ეკონომიკა ახლა ზესახელმწიფოსთან მეზობლობისა და ლიბერალური იმიგრაციული პოლიტიკის ნაყოფს იმკის, რომელიც რუსეთისა და სხვა ბევრი სახელმწიფოს მოქალაქეებს ქვეყანაში ცხოვრების, მუშაობისა და ბიზნესის გახსნის საშუალებას აძლევს ვიზის გარეშე. თანაც რუსეთიდან ომს გამოქცეულებს ფულის ტალღა მოჰყვებათ“, — წერს „როიტერი“.
გამოცემის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 1 მილიარდ დოლარზე მეტი გადარიცხეს, რაც გასული წლის მაჩვენებელს ხუთჯერ აღემატება და რამაც „ქართული ლარი ბოლო სამ წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ დონემდე ასწია“.
„საერთაშორისო ინსტიტუტების მონაცეებით, მოსალოდნელია, რომ ეს 3,7-მილიონიანი ქვეყანა, რომელიც შავ ზღვას ესაზღვრება, 2022 წლისთვის ეკონომიკური წარმოების მკვეთრ 10%-იან ზრდას დააფიქსირდეს მოხმარებით გამოწვეული ბუმის ფონზე“, — ნათქვამია პუბლიკაციაში.
ამას კი, როგორც ავტორი აღნიშნავს, მოჰყვება ის, რომ „ეს 19 მილიარდიანი მოკრძალებული ეკონომიკა, რომელიც კარგადაა ცნობილი თავისი მთებით, ტყეებითა და ვენახებით, გაუსწრებს ისეთ სწრაფად მზარდ ბაზრებს, როგორიცაა ვიეტნამი და ნავთობექსპორტიორი კუვეიტი“.
საქართველოს შსს–ს მონაცემებით, 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში სულ შემოვიდა და დარჩა რუსეთის 112.733 მოქალაქე. სამოქალაქო რეესტრის ცნობით, 1 მარტიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში ბინა რუსეთის 2.585–მა მოქალაქემ შეიძინა. ამას გარდა, აღნიშნულ პერიოდში რუსეთის 252–მა მოქალაქებ საქართველოში შეიძინა 249 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობია 37,9 ჰექტარია. ასევე ცნობილია, რომ რუსეთის მოქალაქეებმა 1 მარტიდან 12 ოქტომბრის პერიოდში საქართველოში დაარეგისტრირეს 711 იურიდიული პირი, 9.789 მოქალაქემ კი ინდმეწარმის სტატუსი მიიღო.