https://sputnik-georgia.com/20221105/piradobis-mowmoba-ssm-pirebistvis-orjer-iafi-gaxda-271944430.html
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა შშმ პირებისთვის ორჯერ იაფი გახდა
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა შშმ პირებისთვის ორჯერ იაფი გახდა
Sputnik საქართველო
ახალი წესის მიხედვით, ელექტრონული პასპორტის გადასახადი 60–ის ნაცვლად 30 ლარი იქნება. 05.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-05T10:06+0400
2022-11-05T10:06+0400
2022-11-05T10:06+0400
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271828368_0:512:2730:2048_1920x0_80_0_0_07a0a7613ca8173164eb416262c20489.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა 50%-იანი შეღავათით გაიცემა მოქალაქეებზე, რომელთაც მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი უვადოდ აქვთ დადგენილი, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაში.ახალი წესის მიხედვით, ელექტრონული პასპორტის საფასური 60 ლარის ნაცვლად 30 ლარი იქნება.შშმ პირებზე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შეღავათიანი პირობებით გაცემა შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილებაში შესული ცვლილებების საფუძველზე, რომელიც 2022 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა.შშმ პირები ოთხ ჯგუფს შეადგენენ: პირველი ჯგუფი – აშკარად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მეორე ჯგუფი – მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მესამე ჯგუფი – ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მეოთხე ჯგუფი – ბავშვები ზრდასრულების სამივე ჯგუფიდან.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271828368_334:376:2564:2048_1920x0_80_0_0_772d66f273fcf994705c73e517618618.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა შშმ პირებისთვის ორჯერ იაფი გახდა
ახალი წესის მიხედვით, ელექტრონული პასპორტის გადასახადი 60–ის ნაცვლად 30 ლარი იქნება.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა 50%-იანი შეღავათით გაიცემა მოქალაქეებზე, რომელთაც მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი უვადოდ აქვთ დადგენილი, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაში.
ახალი წესის მიხედვით, ელექტრონული პასპორტის საფასური 60 ლარის ნაცვლად 30 ლარი იქნება.
პირადობის ელექტრონული მოწმობა საშეღავათო პირობებით გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე წარადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ მოწმობის მიღების მომენტში მოქალაქე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირია და ეს სტატუსი უვადოდ აქვს დადგენილი, ნათქვამია განცხადებაში.
შშმ პირებზე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შეღავათიანი პირობებით გაცემა შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილებაში შესული ცვლილებების საფუძველზე, რომელიც 2022 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა.
შშმ პირები ოთხ ჯგუფს შეადგენენ: პირველი ჯგუფი – აშკარად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მეორე ჯგუფი – მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მესამე ჯგუფი – ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მეოთხე ჯგუფი – ბავშვები ზრდასრულების სამივე ჯგუფიდან.