მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვინ შეცვლის სტოლტენბერგს? ცნობილია სავარაუდო კანდიდატთა სია

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2022
გამოწერა
თბილისი, 5 ნოემბერი — sputnik. ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა დაასახელა კანდიდატები, რომელთაგან ერთ-ერთმა, იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, შესაძლოა ნატოს გენერალური მდივნის პოსტი დაიკავოს.
სტოლტენბერგს უფლებამოსილება წესით მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა ამოწურვოდა, მაგრამ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ის კიდევ ერთი წლით, 2023 წლის 30 სექტემბრამდე დატოვეს თანამდებობაზე.
გამოცემის წყაროების ცნობით, ვაშინგტონში მთავარ კანდიდატად კანადის ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი კრისტი ფრილანდი განიხილება, რომელიც მანამდე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტსაც იკავებდა.
როგორც გაზეთი წერს, 54 წლის ფრილანდი ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, უკრაინულ და რუსულ ენებს. 2014 წელს იგი კიევში იმყოფებოდა, რათა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომა აღენიშნა. ამის შემდეგ ის რუსეთმა აკრძალულ პირთა სიაში შეიყვანა. 2015 წელს კრისტი ფრილანდმა დაწერა ესე სახელწოდებით „ჩემი უკრაინა“, რომელშიც ამბობს, რომ მისი ბებია და ბაბუა (დედის მხრიდან) „თავს პოლიტიკურ დევნილებად თვლიდნენ და მიაჩნდათ, რომ პასუხისმგებელნი იყვნენ დამოუკიდებელი უკრაინის იდეის შენარჩუნებაზე".
The New York Times-ის ცნობით, ალიანსის გენმდივნის თანამდებობაზე შეერთებული შტატები საკუთარ კანდიდატს არ ასახელებს, რადგან ამერიკელი გენერალი ტრადიციულად არის ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალი.
ევროპის ქვეყნებიდან შესაძლო კანდიდატებს შორის გაზეთი ასახელებს ესტონეთის პრემიერ- მინისტრ კაია კალასს, სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა კაპუტოვასა და ხორვატიის ყოფილ პრეზიდენტ კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს.
ამასთან გაზეთი აღნიშნავს, რომ ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დიდი ბრიტანეთის კანდიდატი ქვეყნის ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესია, ხოლო იტაიისა — ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი.
ყველა ახალი ამბავი
0