მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სტოლტენბერგი: ნატო ბირთვული პოზიციების შეცვლას არ გეგმავს

© AP Photo / Olivier Matthys
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2022
გამოწერა
თბილისი, 5 ნოემბერი — sputnik. შვედეთსა და ფინეთში, მათი ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, ბირთვული პოტენციალის განლაგება არ იგეგმება, განაცხადა ალიანსი გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
„ნატო არ გეგმავს თავისი ბირთვული პოზიციებისა და განლაგების შეცვლას“, — თქვა მან.
მანამდე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანა არ გეგმავს ნატოს ბირთვული იარაღის განთავსებას თავის ტერიტორიაზე.
ამასთან მინისტრმა განმარტა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ევროპაში ბირთვული ქობინების რაოდენობის გაზრდას, და რომ ნატო ამ საკითხებში თავისი მუდმივი სტრუქტურებით ხელმძღვანელობს.
ჰავისტოს პოზიციას მხარი დაუჭირა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი კაიკონენმაც. მისი თქმით, ფინეთსა და შვედეთს ბირთვულ იარაღს ვერავინ მოახვევს თავს.
ყველა ახალი ამბავი
0