https://sputnik-georgia.com/20221104/prokuraturam-25-pirs-brali-warudgina-271921856.html
პროკურატურა: 25-დან 18 პირი ნარკორეალიზატორია
პროკურატურა: 25-დან 18 პირი ნარკორეალიზატორია
Sputnik საქართველო
პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. 04.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-04T11:58+0400
2022-11-04T11:58+0400
2022-11-04T18:58+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/77/235827717_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_344eaf1ea90ca9cbe212baa8e1f2cd26.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის 25 პირს ბრალი წარუდგინა.უწყების ცნობით, 18 პირს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა- შენახვა-გასაღებისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, ხოლო 7 პირს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა.გამოძიებით დადგინდა, რომ 18 პირი სისტემატურად ახორციელებდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. ასევე 7 ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს.მიმდინარე წლის 8 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სასამართლოს შესაბამისი განჩინებების საფუძველზე ეტაპობრივად ჩატარდა ზემოხსენებულ პირთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები, რის შემდგომაც მოხდა მათი დაკავება.დაკავებულებს ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილებით, 273’-ე მუხლის მეორე, მესამე, მეხუთე და მერვე ნაწილებით, 19,260-ე მუხლის მეოთხე, მეხუთე და მეშვიდე ნაწილებით, აგრეთვე 261-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით წარედგინათ, რაც 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/77/235827717_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_55870c7b298996311ee0894e566cace7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
პროკურატურა: 25-დან 18 პირი ნარკორეალიზატორია
11:58 04.11.2022 (განახლებულია: 18:58 04.11.2022) პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის 25 პირს ბრალი წარუდგინა.
უწყების ცნობით, 18 პირს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა- შენახვა-გასაღებისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, ხოლო 7 პირს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 18 პირი სისტემატურად ახორციელებდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. ასევე 7 ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს.
მიმდინარე წლის 8 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სასამართლოს შესაბამისი განჩინებების საფუძველზე ეტაპობრივად ჩატარდა ზემოხსენებულ პირთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები, რის შემდგომაც მოხდა მათი დაკავება.
დაკავებულებს ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილებით, 273’-ე მუხლის მეორე, მესამე, მეხუთე და მერვე ნაწილებით, 19,260-ე მუხლის მეოთხე, მეხუთე და მეშვიდე ნაწილებით, აგრეთვე 261-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით წარედგინათ, რაც 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.