პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვას მიესალმება

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2022
გამოწერა
ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ყველა ბერკეტი გამოიყენოს, მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კმაყოფილია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებით.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა პარასკევს ჩატარდა და მასზე მსოფლიოსა და რეგიონში არსებული ვითარების გამო უსაფრთხოების კონცეფციის განახლების საკითხი განიხილეს.

„უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ქვეყნის ინტერესების დასაცავად და საზოგადოების სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი“, – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.

უსაფრთხოების საბჭომ განიხილა არა მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შეცვლის, არამედ ასევე ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესი, ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის განახლების საკითხები და რეფორმები კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რვა მუდმივი წევრი ჰყავს: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური. საბჭოს აქვს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მანდატი სტრატეგიულ დონეზე. საბჭოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0