საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იაპონიასა და სამხრეთ კორეას ეწვევა

ტოკიო - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2022
გამოწერა
ვიზიტის მსვლელობისას დაგეგმილია პაპუაშვილის შეხვედრები ორივე ქვეყნის ბიზნეს–წრეების წარმომადგენლებთან
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იაპონიასა და სამხრეთ კორეას ეწვევა, იუწყება პარლამენტის პრეს–სამსახური.
პრეს–სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტი 5 ნოემბერს დაიწყება და 12 ნოემბერს დასრულდება.
ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს იაპონიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ჰიროიუკი ჰოსოდასთან, იაპონიის ქვედა (წარმომადგენელთა) პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჰიტოში კიკავადასთან, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრ უუმი იოშიკავასთან.
იაპონიაში ასევე გაიმართება საქართველოსა და იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრა.
კორეაში პაპუაშვილი შეხვედრას გამართავს კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერ კიმ ჩინ-ფიოსთან
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0