ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ივანიშვილის ზებუნებრივ ძალას აღიარებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2022
გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, ოპოზიცია 2012 წლიდან შოკშია და დღემდე აგრძელებენ ბრძოლას ადამიანთან, რომელიც პოლიტიკაში აღარ არის.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიცია აღიარებს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი არის ზებუნებრივი ძალისა და რესურსების მქონე ადამიანი, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში განაცხადა, ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ის მაინც განაგრძობს ქვეყნის მართვას, ოღონდ კულისებიდან.

„დღეს ისინი ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ზებუნებრივი ძალის მქონე ადამიანი. ეს ხალხი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საერთოდ დისტანცირებულია და არ ჩანს არსად, თვეში ერთხელ სადღაც რეკავს და ამით უზრუნველყოფს სახელმწიფოს მართვას“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია 2012 წლიდან (ხელისუფლების შეცვლის დროიდან - რედ.) შოკშია და ისინი აგრძელებენ ბრძოლას ადამიანთან, რომელიც საერთოდ არ არის პოლიტიკაში.
„სინამდვილეში, მთავარი მიზანი არის არა პიროვნებასთან დაპირისპირება… ივანიშვილი არის ფაქტორი მშვიდობის, სიმშვიდის ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამას ებრძვიან, მშვიდობას ებრძვიან ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ რიგი საკითხების თაობაზე ივანიშვილთან კონსულტაციებს გადიან, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ 2021 წლის იანვარში პოლიტიკიდან წასული მილიარდელის ქვეყნის მართვაში ჩართულობას.
ყველა ახალი ამბავი
0