https://sputnik-georgia.com/20221104/g7-rusuli-avtobis-fiqsirebuli-fasi-271916142.html
რუსულ ნავთობზე ფიქსირებული ფასი დაწესდება: G7 და ავსტრალია შეთანხმდნენ
რუსულ ნავთობზე ფიქსირებული ფასი დაწესდება: G7 და ავსტრალია შეთანხმდნენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. „დიდი შვიდეული“ (G7) და ავსტრალია რუსულ ნავთობზე ზღვრული, ფიქსირებული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში ნოემბრის ბოლოს... 04.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-04T09:11+0400
2022-11-04T09:11+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
დიდი შვიდეული
პოლიტიკა
ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271097294_0:100:3283:1947_1920x0_80_0_0_03e7dbc80f3bf7914a61e80b41f006bb.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. „დიდი შვიდეული“ (G7) და ავსტრალია რუსულ ნავთობზე ზღვრული, ფიქსირებული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში ნოემბრის ბოლოს შევა, იუწყება სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით.როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-სა და G7-ის წარმომადგენლები ბოლო კვირებში ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ზღვით გადაზიდულ რუსულ ნავთობზე ზედა ზღვრული ფასის დაწესებასთან დაკავშირებით. ეს უნდა ყოფილიყო გარანტია იმისა, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციები შეზღუდავდა მოსკოვის ნავთობშემოსავლებს, მაგრამ არ გადაფარავდა მსოფლიო ნავთობბაზარს.ამასთან, მისი თქმით, ფიქსირებული ფასების სისტემის ნაკლი ისაა, რომ ფასების რეგულარული გადახედვისთვის კოალიციას უფრო ხშირი შეხვედრები და ბიუროკრატია დასჭირდება.არსებული ცნობით, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის ოდენობა ჯერ არ შეთანხმებულა, ის უახლოეს კვირებში დაწესდება.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მოსკოვი არ მიაწვდის ენერგომატარებლებს იმ ქვეყნებს, რომელთა მთავრობებიც უკვე გაფორმებული კონტრაქტებისგან განსხვავებული ფასების დაწესებას დათანხმდებიან რუსულ ნავთობსა და გაზზე.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271097294_276:0:3007:2048_1920x0_80_0_0_b8f8baea77c2208d7a0b49e56a146a9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, დიდი შვიდეული, პოლიტიკა, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, დიდი შვიდეული, პოლიტიკა, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. „დიდი შვიდეული“ (G7) და ავსტრალია რუსულ ნავთობზე ზღვრული, ფიქსირებული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში ნოემბრის ბოლოს შევა, იუწყება სააგენტო
Reuters წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-სა და G7-ის წარმომადგენლები ბოლო კვირებში ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ზღვით გადაზიდულ რუსულ ნავთობზე ზედა ზღვრული ფასის დაწესებასთან დაკავშირებით. ეს უნდა ყოფილიყო გარანტია იმისა, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციები შეზღუდავდა მოსკოვის ნავთობშემოსავლებს, მაგრამ არ გადაფარავდა მსოფლიო ნავთობბაზარს.
„კოალიცია შეთანხმდა, რომ ზედა ზღვარი იქნება ფიქსირებული ფასი, რომელიც ინდექსთან მიმართებით კი არ შემცირდება, არამედ რეგულარულად გადაიხედება. ეს გაზრდის ბაზრის სტაბილურობას და გაამარტივებს იმ მოთხოვნების დაცვას, რომლებიც ბაზრის მონაწილეებზე დატვირთვის მინიმიზაციას შეეხება“, — განუცხადა სააგენტოს წყარომ.
ამასთან, მისი თქმით, ფიქსირებული ფასების სისტემის ნაკლი ისაა, რომ ფასების რეგულარული გადახედვისთვის კოალიციას უფრო ხშირი შეხვედრები და ბიუროკრატია დასჭირდება.
არსებული ცნობით, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის ოდენობა ჯერ არ შეთანხმებულა, ის უახლოეს კვირებში დაწესდება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მოსკოვი არ მიაწვდის ენერგომატარებლებს იმ ქვეყნებს, რომელთა მთავრობებიც უკვე გაფორმებული კონტრაქტებისგან განსხვავებული ფასების დაწესებას დათანხმდებიან რუსულ ნავთობსა და გაზზე.