https://sputnik-georgia.com/20221104/erovnuli-banki-mosaxleobas-mouwodebs-isargeblon-mxolodregistrirebuli-punqtebit-271940297.html
ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, არ ისარგებლონ არალეგალური გადამცვლელი პუნქტებით
ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, არ ისარგებლონ არალეგალური გადამცვლელი პუნქტებით
Sputnik საქართველო
ასეთი ბიზნესი კანონიერი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ეროვნულმა ბანკმა დადგენილი წესების მიხედვით დაარეგისტრირა. 04.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-04T20:29+0400
2022-11-04T20:29+0400
2022-11-04T21:33+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251292613_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_a75c8b434fb537010903d8e574e2e0a5.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გაცვლის რამდენიმე არალეგალური პუნქტი გამოავლინა და მათ მფლობელებს მოუწოდა, თავი შეიკავონ კრიმინალური ბიზნესისგან, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სხვადასხვა ადგილზე დაფიქსირდა ვალუტის გაცვლის დაურეგისტრირებელი პუნქტები და მათ მიერ ვალუტის გაცვლის არასანქცირებული ოპერაციების ჩატარების ფაქტები.რეგულატორი აღნიშნავს, რომ ასეთი ბიზნესი კანონიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის გაცვლის პუნქტი ეროვნულმა ბანკმა დაარეგისტრირა დადგენილი წესების შესაბამისად.ეროვნულმა ბანკმა მეწარმეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ვალუტის გაცვლის ოპერაციების ჩატარებისგან კანონმდებლობის გვერდის ავლით, ხოლო მომხმარებელს სთხოვა, მეტი ყურადღება გამოიჩინოს და ვალუტა გადაცვალოს მხოლოდ დარეგისტრირებულ პუნქტებში, ყოველთვის მოითხოვოს ქვითარი.ვალუტის გაცვლის დროს დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ეროვნული ბანკი მომხმარებელს ურჩევს, დარეკოს რეგულატორის „ცხელ ხაზზე“ – 2 406 406, ან ინფორმაცია მიაწოდოს ფოსტით cp@nbg.gov.ge.საქართველოში 31 ოქტომბრისთვის დარეგისტრირებულია 672 გაცვლის პუნქტი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251292613_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_01a02827625e30f51172fe95e1fcbfd3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა
ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, არ ისარგებლონ არალეგალური გადამცვლელი პუნქტებით
20:29 04.11.2022 (განახლებულია: 21:33 04.11.2022) ასეთი ბიზნესი კანონიერი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ეროვნულმა ბანკმა დადგენილი წესების მიხედვით დაარეგისტრირა.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გაცვლის რამდენიმე არალეგალური პუნქტი გამოავლინა და მათ მფლობელებს მოუწოდა, თავი შეიკავონ კრიმინალური ბიზნესისგან, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სხვადასხვა ადგილზე დაფიქსირდა ვალუტის გაცვლის დაურეგისტრირებელი პუნქტები და მათ მიერ ვალუტის გაცვლის არასანქცირებული ოპერაციების ჩატარების ფაქტები.
„რეგისტრაციის გარეშე ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოება წარმოადგენს კანონდარღვევას და შესაძლოა გამოიწვიოს სამართლებრივი პასუხისმგებლობის, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომა“, – ნათქვამია განცხადებაში.
რეგულატორი აღნიშნავს, რომ ასეთი ბიზნესი კანონიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის გაცვლის პუნქტი ეროვნულმა ბანკმა დაარეგისტრირა დადგენილი წესების შესაბამისად.
ეროვნულმა ბანკმა მეწარმეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ვალუტის გაცვლის ოპერაციების ჩატარებისგან კანონმდებლობის გვერდის ავლით, ხოლო მომხმარებელს სთხოვა, მეტი ყურადღება გამოიჩინოს და ვალუტა გადაცვალოს მხოლოდ დარეგისტრირებულ პუნქტებში, ყოველთვის მოითხოვოს ქვითარი.
ვალუტის გაცვლის დროს დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ეროვნული ბანკი მომხმარებელს ურჩევს, დარეკოს რეგულატორის „ცხელ ხაზზე“ – 2 406 406, ან ინფორმაცია მიაწოდოს ფოსტით cp@nbg.gov.ge.
საქართველოში 31 ოქტომბრისთვის დარეგისტრირებულია 672 გაცვლის პუნქტი.