ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის წოდება მესამედ მიენიჭა

© photo: courtesy of Eliso Bolkvadzeელისო ბოლქვაძე
ელისო ბოლქვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2022
გამოწერა
ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და საქველმოქმედო მოღვაწეობა აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ქართველ პიანისტს, საერთაშორისო და სახელმწიფო ჯილდოების ლაურეატ ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის წოდება უკვე მესამედ მიანიჭეს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„დარწმუნებული ვარ, რომ მისი პროფესიონალიზმი და ენერგია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ახალგაზრდების შესაძლებლობების, მშვიდობისა და კულტურის გაძლიერებაში“, – დაწერა პაპუაშვილმა „ტვიტერზე“.

ეს სტატუსი ელისო ბოლქვაძეს პირველად 2015 წლის 22 იანვარს პარიზში მიენიჭა და ის გახდა საქართველოდან ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი პირველი ხელოვანი.
იუნესკოს საპატიო ტიტულს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი ფლობს. მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმირ სპივაკოვი, ხოაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვ.
პროფესიული მოღვაწეობა ელისო ბოლქვაძემ საფრანგეთიდან და ავსტრიიდან დაიწყო და მას შემდეგ მუდმივად გამოდის ევროპისა და აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში. მას მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო გერმანიაში, პორტუგალიაში, აშშ-ში. 2012 წელს ჩამოაყალიბა ფონდი „ლირა", რომელიც ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ მუსიკოსებს უწევს დახმარებას.
2013 წელს ბოლქვაძემ ასევე დააარსა „ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“, რომელიც გახდა მნიშვნელოვანი კულტურული პლატფორმა ქართული ხელოვნებისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაციისთვის.
ელისო ბოლქვაძე 2016 წელს ხელოვნების დარგში ფრანგული ლეგიონის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა.
ელისო ბოლქვაძე მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტის დეპუტატია.
ყველა ახალი ამბავი
0