მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ძალიან მალე. მოემზადეთ“ - ტრამპმა არჩევნებში მონაწილეობაზე მიანიშნა

© AP Photo / Andrew Harnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2022
გამოწერა
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ძალიან, ძალიან დიდი ალბათობით, კვლავ მივიღებ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩემი გეგმების თაობაზე მალე გაცნობებთ, განუცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აიოვაში მიტინგზე შეკრებილ მხარდამჭერებს.
მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატების ამჟამინდელი და ყოფილი პრეზიდენტები — ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მას შემდეგ განაცხადებენ, რაც კონგრესში ნოემბრის შუალედური არჩევნები დამთავრდება.

„მე ორჯერ ვიყარე კენჭი. ორჯერ გავიმარჯვე. აქედან მეორედ — მნიშვნელოვნად უკეთესი შედეგით, ვიდრე პირველად, მოვაგროვე რა 2020 წელს მილიონი ხმით მეტი, ვიდრე 2016-ში... და ახლა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ გახდეს წარმატებული, უსაფრთხო და სახელოვანი, მე ძალიან, ძალიან დიდი ალბათობით, კიდევ ერთხელ გავაკეთებ ამას“, — განაცხადა ტრამპმა.

მიტინგზე შეკრებილებს ყოფილმა პრეზიდენტმა განუმარტა, რომ ამ დროისათვის „მხოლოდ ამის თქმა“ შეუძლია, თუმცა „ძალიან მალე“ მომზადებისკენ მოუწოდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო გამოკითხვის თანახმად, რომელიც გამოცემა Economist-მა ჩაატარა კვლევით ორგანიზაცია YouGov-თან ერთად, აშშ-ის მოქალაქეთა ნახევრაზე მეტს — 54%-ს არ სურს, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მეორე ვადით იყაროს კენჭი. ამასთან რესპონდენტთა 27%-მა მიიჩნია, რომ თუ კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ბაიდენს იმპიჩმენტი ელოდება.
ყველა ახალი ამბავი
0