https://sputnik-georgia.com/20221104/alchaimeris-daavadebis-riski-am-mavne-cvevit-izrdeba-271922734.html
ეს ჩვევა ალცჰაიმერით დაავადების რისკებს ზრდის: მეცნიერული კვლევა
ეს ჩვევა ალცჰაიმერით დაავადების რისკებს ზრდის: მეცნიერული კვლევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ადამიანებისთვის ჩვეულ მავნე თვისებებს შორის არის ერთი, რომელსაც შეუძლია ალცჰაიმერის დაავადება და დემენცია გამოიწვიოს, აცხადებენ... 04.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-04T13:07+0400
2022-11-04T13:07+0400
2023-08-17T10:48+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
ალცჰაიმერის დაავადება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/17/249530325_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_da0091bf1d2d5d8d37f75dd3246a4bc4.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ადამიანებისთვის ჩვეულ მავნე თვისებებს შორის არის ერთი, რომელსაც შეუძლია ალცჰაიმერის დაავადება და დემენცია გამოიწვიოს, აცხადებენ ავსტრალიელი მეცნიერები, რომელთა კვლევაც Scientific Reports-შია გამოქვეყნებული.მათი თქმით, ასეთია ცხვირთან დაკავშირებული ისეთი მანიპულიაციები, როგორებიცაა ქექვა და ნესტოდან თმის ამოძრობა.გრიფიტის უნივერსიტეტის მედიკოსებმა მსოფლიოში პირველებმა ჩაატარეს ცდები და აღმოაჩინეს, რომ სახიფათო ბაქტერიები სწორედ ცხვირიდან ხვდება ტვინში. საუბარია Chlamydia pneumoniae-ს ბაქტერიაზე, რომელზეც ტვინის უჯრედები ბეტა-ამილოიდური ცილის წარმოქმნით რეაგირებს. ეს უკანაკნელი კი ალცჰაიმერის დაავადების მთავარი მაჩვენებელია.ამასთან მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ცდები მხოლოდ თაგვებზე ჩატარდა და მისი შედეგები ადამიანებზე ჯერ არ გატესტილა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კვლევებისას Chlamydia pneumoniae-ს ბაქტერიები ნამდვილად ცხვირის გავლით მოხვდა მღრღნელების ტვინში და იქ ალცჰაიმერის მსგავსი პათოლოგიები გამოიწვია, დაჟინებით ურჩევენ ადამიანებს, უარი თქვან ცხვირთან დაკავშირებულ მავნე ჩვევებზე.ახლა მეცნიერები კვლევების მომდევნო ეტაპზე გადასვლას გეგმავენ, რათა დაამტკიცონ, რომ ბაქტერიების ცხვირიდან ტვინში შეღწევის ანალოგიური გზა ადამიანებშიც არსებობს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/17/249530325_92:0:888:597_1920x0_80_0_0_148a1848118f2f728953321d5bddaaf5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ალცჰაიმერის დაავადება
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ალცჰაიმერის დაავადება
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ადამიანებისთვის ჩვეულ მავნე თვისებებს შორის არის ერთი, რომელსაც შეუძლია ალცჰაიმერის დაავადება და დემენცია გამოიწვიოს, აცხადებენ ავსტრალიელი მეცნიერები, რომელთა კვლევაც
Scientific Reports-შია გამოქვეყნებული.
მათი თქმით, ასეთია ცხვირთან დაკავშირებული ისეთი მანიპულიაციები, როგორებიცაა ქექვა და ნესტოდან თმის ამოძრობა.
გრიფიტის უნივერსიტეტის მედიკოსებმა მსოფლიოში პირველებმა ჩაატარეს ცდები და აღმოაჩინეს, რომ სახიფათო ბაქტერიები სწორედ ცხვირიდან ხვდება ტვინში. საუბარია Chlamydia pneumoniae-ს ბაქტერიაზე, რომელზეც ტვინის უჯრედები ბეტა-ამილოიდური ცილის წარმოქმნით რეაგირებს. ეს უკანაკნელი კი ალცჰაიმერის დაავადების მთავარი მაჩვენებელია.
ამასთან მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ცდები მხოლოდ თაგვებზე ჩატარდა და მისი შედეგები ადამიანებზე ჯერ არ გატესტილა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კვლევებისას Chlamydia pneumoniae-ს ბაქტერიები ნამდვილად ცხვირის გავლით მოხვდა მღრღნელების ტვინში და იქ ალცჰაიმერის მსგავსი პათოლოგიები გამოიწვია, დაჟინებით ურჩევენ ადამიანებს, უარი თქვან ცხვირთან დაკავშირებულ მავნე ჩვევებზე.
„არ ღირს ცხვირში ქექვა და იქიდან თმის ამოწიწკნა. ამ დროს ცხვირის ღრუს ლორწოვანა ზიანდება, რაც უკიდურესად სახიფათოა, ვინაიდან ტვინში მეტი ბაქტერია ხვდება“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, პროფესორი ჯეიმს სენტ-ჯონი.
ახლა მეცნიერები კვლევების მომდევნო ეტაპზე გადასვლას გეგმავენ, რათა დაამტკიცონ, რომ ბაქტერიების ცხვირიდან ტვინში შეღწევის ანალოგიური გზა ადამიანებშიც არსებობს.