https://sputnik-georgia.com/20221103/volski-opozicia-demagogiitaa-dakavebuli-271892117.html
ვოლსკი: საქართველოში ოპოზიცია დემაგოგიით არის დაკავებული
ვოლსკი: საქართველოში ოპოზიცია დემაგოგიით არის დაკავებული
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი შინაარსით უკრაინული კანონის ანალოგიურია. 03.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-03T13:50+0400
2022-11-03T13:50+0400
2022-11-03T19:56+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625591_0:149:2400:1499_1920x0_80_0_0_8229becadecc2926eb1a0b2aed45cac5.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ქართული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს, დემაგოგიით არის დაკავებული, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში და დღეს დეპუტატებმა მას პირველი მოსმენით უნდა უყარონ კენჭი.მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა, ხანგრძლივი მუშაობის შედეგია.„ის იმეორებს ძირითად პრინციპებს, რომლებიც მოწონებულია საერთაშორისო კომპეტენტური სტრუქტურების მიერ და უკრაინაში უკვე მიღებულია სამოქმედოდ“, – განაცხადა ვოლსკიმ.„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი შინაარსით უკრაინული კანონის ანალოგიურია და ის, ამასთან, მოწონებულია ევროკომისიის მიერ.ოლიგარქი ოლიგარქია - „ქართული ოცნების" თავმჯდომარე კანონპროექტზე>>>ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქს საქართველოში ყველაზე მდიდარ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ.ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, გარკვეულ საკითხებზე რჩევებისთვის მიმართავენ, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ მის ჩარევას ქვეყნის მართვაში.მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს– პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, უკრაინული კანონით სწორედ ეს ადამიანები ჩაითვლებიან ოლიგარქებად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625591_302:151:2234:1600_1920x0_80_0_0_168f5648a3b7f42291f3d631477df82a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, საზოგადოება
ვოლსკი: საქართველოში ოპოზიცია დემაგოგიით არის დაკავებული
13:50 03.11.2022 (განახლებულია: 19:56 03.11.2022) „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი შინაარსით უკრაინული კანონის ანალოგიურია.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ქართული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს, დემაგოგიით არის დაკავებული, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში და დღეს დეპუტატებმა მას პირველი მოსმენით უნდა უყარონ კენჭი.
„ოპოზიციის ნაწილმა, რომელიც დღეს კრიტიკით გამოდის, მონაწილეობა არ მიიღო (პროექტის შემუშავებაში). შეხვედრაზე ჩვენ არ მოგვისმენია რაიმე კონკრეტული წინადადება, გარდა დემაგოგიური განცხადებებისა, ასევე მასმედიაშიც არ გაჟღერებულა რაიმე ჩამოყალიბებული დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა, ხანგრძლივი მუშაობის შედეგია.
„ის იმეორებს ძირითად პრინციპებს, რომლებიც მოწონებულია საერთაშორისო კომპეტენტური სტრუქტურების მიერ და უკრაინაში უკვე მიღებულია სამოქმედოდ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი შინაარსით უკრაინული კანონის ანალოგიურია და ის, ამასთან, მოწონებულია ევროკომისიის მიერ.
ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქს საქართველოში ყველაზე მდიდარ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, გარკვეულ საკითხებზე რჩევებისთვის მიმართავენ, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ მის ჩარევას ქვეყნის მართვაში.
მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს– პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, უკრაინული კანონით სწორედ ეს ადამიანები ჩაითვლებიან ოლიგარქებად.