https://sputnik-georgia.com/20221103/tbilissi-senobis-camongrevis-faqtze-gamozieba-daiwyo-271912265.html
თბილისში შენობის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თბილისში შენობის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
Sputnik საქართველო
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სახლის მცხოვრებლებს ღამის სასტუმროში გატარება შესთავაზა, შემდეგ კი მათ ბინების დაქირავებაში დაეხმარებიან. 03.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-03T23:55+0400
2022-11-03T23:55+0400
2022-11-03T23:55+0400
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028538_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_d5eb8cf4fd2f1aa19e5452749b37d649.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. რა გახდა ძველ თბილისში სამსართულიანი სახლის ჩამონგრევის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს, განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ.„საბედნიეროდ, ცურტაველის 3 ნომერში ნგრევის შედეგად მსხვერპლი არ არის, გადავრჩით. ადგილზე მობილიზებულია ყველა საქალაქო სამსახური, ადგილობრივი გამგეობა. რა თქმა უნდა, დაწყებულია გამოძიება“, – განაცხადა მიქაუტაძემ.მისი თქმით, პოლიციამ უკვე დაიწყო მცხოვრებლების გამოკითხვა, რათა ჩამონგრევის მიზეზი დადგინდეს.გამგებლის თქმით, სულ ძველი თბილისის ტერიტორიაზე 400–ზე მეტი ავარიული შენობაა, მაგრამ მათი ნგრევის საფრთხე არ არსებობს.მან ასევე აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ გამგეობამ დააფინანსა ჩამონგრეული შენობის გვერდით სახლშიკიბისა და კედლის რემონტი. დანგრეული სახლის მცხოვრებისგან თხოვნა რემონტზე არ ყოფილა.წინასწარი ინფორმაციით, ჩამონგრევის მიზეზი შეიძლება მშენებლობის წესების დარღვევა გახდა – ჩამონგრეული შენობის გვერდით ახალი შენობის ფუნდამენტის გათხრაზე ტრაქტორი მუშაობდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028538_217:0:2886:2002_1920x0_80_0_0_b297f879cb263e81f3b0909735dddeda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო
თბილისში შენობის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სახლის მცხოვრებლებს ღამის სასტუმროში გატარება შესთავაზა, შემდეგ კი მათ ბინების დაქირავებაში დაეხმარებიან.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. რა გახდა ძველ თბილისში სამსართულიანი სახლის ჩამონგრევის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს, განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ.
„საბედნიეროდ, ცურტაველის 3 ნომერში ნგრევის შედეგად მსხვერპლი არ არის, გადავრჩით. ადგილზე მობილიზებულია ყველა საქალაქო სამსახური, ადგილობრივი გამგეობა. რა თქმა უნდა, დაწყებულია გამოძიება“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
მისი თქმით, პოლიციამ უკვე დაიწყო მცხოვრებლების გამოკითხვა, რათა ჩამონგრევის მიზეზი დადგინდეს.
„მოსახლეობას ვთავაზობთ ამაღამ სასტუმროში გაათენონ ღამე, შემდეგ კი ქირით დავაკმაყოფილებთ. დღესვე დავიწყებთ ზრუნვას, რომ შენობის ნაწილები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს, დავშალოთ“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
გამგებლის თქმით, სულ ძველი თბილისის ტერიტორიაზე 400–ზე მეტი ავარიული შენობაა, მაგრამ მათი ნგრევის საფრთხე არ არსებობს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ გამგეობამ დააფინანსა ჩამონგრეული შენობის გვერდით სახლშიკიბისა და კედლის რემონტი. დანგრეული სახლის მცხოვრებისგან თხოვნა რემონტზე არ ყოფილა.
წინასწარი ინფორმაციით, ჩამონგრევის მიზეზი შეიძლება მშენებლობის წესების დარღვევა გახდა – ჩამონგრეული შენობის გვერდით ახალი შენობის ფუნდამენტის გათხრაზე ტრაქტორი მუშაობდა.