https://sputnik-georgia.com/20221103/saekleso-kalendari-3-noemberi-271876647.html
საეკლესიო კალენდარი: 3 ნოემბერი
საეკლესიო კალენდარი: 3 ნოემბერი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 ნოემბერს ღირს ილარიონ დიდის, წმიდა მოწამეების დასის, გაიოზის და ზოტიკეს ხსენების დღეს აღნიშნავს. 03.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-03T09:00+0400
2022-11-03T09:00+0400
2022-11-03T09:00+0400
საეკლესიო კალენდარი
საქართველო
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/16/269672703_0:0:2676:1506_1920x0_80_0_0_c3b037fa46bfbe6eef9c7f5a6a8e4928.jpg
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.ღირსი ილარიონ დიდიღირსი ილარიონ დიდი 291 წელს დაიბადა პალესტინის ქალაქ ღაზის მახლობლად, სოფელ ტაბათაში. იგი მეცნიერებათა შესასწავლად ალექსანდრიაში გაგზავნეს, სადაც ქრისტიანებს დაუახლოვდა და მოინათლა. ღირსი ანტონი დიდის ანგელოზებრივი ცხოვრების შესახებ რომ გაიგო, წმიდანი მასთან გაეშურა. მალე ილარიონი სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მშობლები გარდაცვლილი დახვდა. მან მთელი ქონება ნათესავებს და გლახაკებს დაურიგა და ქალაქ მაიუმის მახლობლად, უდაბნოში დამკვიდრდა სამოღვაწეოდ. ღირსი მამა დაუცხრომლად ებრძოდა არაწმიდა ფიქრებსა და გულისთქმებს, რომლებიც გონებას უმღვრევდა და სხეულს განუხურვებდა, ცდილობდა მძიმე შრომით, მარხვითა და ლოცვით დაეთრგუნა ისინი. დემონებს სურდათ, აჩრდილებითა და მოჩვენებებით დაეფრთხოთ უფლის რჩეული - ლოცვის დროს მას ჩაესმოდა ბავშვების ტირილი, ქალების ქვითინი, ლომებისა და სხვა მხეცების ღრიალი. ნეტარი ხვდებოდა, რომ ეშმაკები ამგვარი საშინელებით უდაბნოდან მის განდევნას ესწრაფოდნენ და გულმოდგინე ლოცვით თრგუნავდა შიშს.ერთხელ ღირს ილარიონს ავაზაკები დაესხნენ თავს, მან კი მადლმოსილი სიტყვით დაარწმუნა ისინი, დაეგდოთ ცოდვილი ცხოვრება.წმიდა მოღვაწის შესახებ მთელმა პალესტინამ შეიტყო. უფალმა მას არაწმიდა სულების განსხმის ნიჭი მიმადლა. წმიდანი კურნავდა სულიერი და ხორციელი სნეულებებით გვემულებს.მიცვალებამდე შვიდი წლით ადრე ღირსი ილარიონი კუნძულ კვიპროსზე დასახლდა და იქ, უდაბურ ადგილას მოღვაწეობდა მანამ, სანამ უფალმა თავისთან არ მოუწოდა (+371-372).წმიდა მოწამენი: დასი, გაიოზი და ზოტიკეწმიდა მოწამენი: დასი, გაიოზი და ზოტიკე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას, 303 წელს ეწამნენ საკერპოს დანგრევისათვის. უსჯულოებმა წმიდანები წამების შემდეგ ზღვაში დაახრჩვეს.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.
https://sputnik-georgia.com/20221102/saeklesio-kalendari-2-noemberi-271825046.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/16/269672703_302:0:2651:1762_1920x0_80_0_0_fb39e5ed888bd1107800d35ad259ab35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საეკლესიო კალენდარი, საქართველო, რელიგია
საეკლესიო კალენდარი, საქართველო, რელიგია
საეკლესიო კალენდარი: 3 ნოემბერი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 ნოემბერს ღირს ილარიონ დიდის, წმიდა მოწამეების დასის, გაიოზის და ზოტიკეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
ღირსი ილარიონ დიდი 291 წელს დაიბადა პალესტინის ქალაქ ღაზის მახლობლად, სოფელ ტაბათაში. იგი მეცნიერებათა შესასწავლად ალექსანდრიაში გაგზავნეს, სადაც ქრისტიანებს დაუახლოვდა და მოინათლა. ღირსი ანტონი დიდის ანგელოზებრივი ცხოვრების შესახებ რომ გაიგო, წმიდანი მასთან გაეშურა. მალე ილარიონი სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მშობლები გარდაცვლილი დახვდა. მან მთელი ქონება ნათესავებს და გლახაკებს დაურიგა და ქალაქ მაიუმის მახლობლად, უდაბნოში დამკვიდრდა სამოღვაწეოდ.
ღირსი მამა დაუცხრომლად ებრძოდა არაწმიდა ფიქრებსა და გულისთქმებს, რომლებიც გონებას უმღვრევდა და სხეულს განუხურვებდა, ცდილობდა მძიმე შრომით, მარხვითა და ლოცვით დაეთრგუნა ისინი. დემონებს სურდათ, აჩრდილებითა და მოჩვენებებით დაეფრთხოთ უფლის რჩეული - ლოცვის დროს მას ჩაესმოდა ბავშვების ტირილი, ქალების ქვითინი, ლომებისა და სხვა მხეცების ღრიალი. ნეტარი ხვდებოდა, რომ ეშმაკები ამგვარი საშინელებით უდაბნოდან მის განდევნას ესწრაფოდნენ და გულმოდგინე ლოცვით თრგუნავდა შიშს.
ერთხელ ღირს ილარიონს ავაზაკები დაესხნენ თავს, მან კი მადლმოსილი სიტყვით დაარწმუნა ისინი, დაეგდოთ ცოდვილი ცხოვრება.
წმიდა მოღვაწის შესახებ მთელმა პალესტინამ შეიტყო. უფალმა მას არაწმიდა სულების განსხმის ნიჭი მიმადლა. წმიდანი კურნავდა სულიერი და ხორციელი სნეულებებით გვემულებს.
მიცვალებამდე შვიდი წლით ადრე ღირსი ილარიონი კუნძულ კვიპროსზე დასახლდა და იქ, უდაბურ ადგილას მოღვაწეობდა მანამ, სანამ უფალმა თავისთან არ მოუწოდა (+371-372).
წმიდა მოწამენი: დასი, გაიოზი და ზოტიკე
წმიდა მოწამენი: დასი, გაიოზი და ზოტიკე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას, 303 წელს ეწამნენ საკერპოს დანგრევისათვის. უსჯულოებმა წმიდანები წამების შემდეგ ზღვაში დაახრჩვეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.