რატომ გაანადგურეს რუსეთში საქართველოდან მიწოდებული ქლიავის პარტია

© photo: Sputnik / Денис Абрамов / გადასვლა მედიაბანკშიქლიავი
ქლიავი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
გამოწერა
ტვირთის მესაკუთრემ მისი განადგურების გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოდან მიწოდებული ქლიავის პარტიაში „როსსელხოზნადზორის“ თანამშრომლებმა რუსეთისთვის საკარანტინო ობიექტი – აღმოსავლეთის ვაშლის ნაყოფჭამია აღმოაჩინეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
„პარტიაში, რომლის წონა 20,3 ტონაა, საკარანტინო ობიექტის არსებობა სიცოცხლისუნარიან მდგომარეობაში დასტურდება ლაბორატორიული ექსპერტიზით, რომელიც „როსსელხოზნადზორის“ დაქვემდებარებაში მყოფმა „მცენარეთა კარანტინის სრულიად რუსეთის ცენტრის“ სპეციალისტებმა ჩაატარეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელობამ ტვირთის მფლობელს მიაწოდა ინფორმაცია კარანტინს დაქვემდებარებული ინფიცირებული პროდუქციის მიმართ ზომების მიღების შესახებ. მესაკუთრემ მისი განადგურება გადაწყვიტა.
რუსეთის ფიტოსანიტარიული კანონმდებლობით, ქლიავი „როსსელხოზნადზორის“ მეთვალყურეობით განადგურდა.
პეპელა ვაშლის ნაყოფჭამია (Grapholita molesta Busck) საშიში მავნებელია, რომელიც აზიანებს ყველა ნაყოფიანი კულტურის ნაყოფსა და ყლორტებს. დაზიანებული ნაყოფი გამოუსადეგარი ხდება. პეპლის გავრცელების ადგილებში შეიძლება დაზიანდეს მოსავლის 50-დან 100 პროცენტამდე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0