საქართველოს ორ რეგიონში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

© Department of Environmental Supervisionსახერხი საამქრო
სახერხი საამქრო - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
გამოწერა
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არარეგისტრირებული სახერხი საამქროები მოქალაქეებს საკარმიდამო ეზოებში ან სპეციალურად მოწყობილ შენობებში ჰქონდათ დამონტაჟებული.
კერძოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტსა და სოფელ ხცისში ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დაილუქა. ხაშურში უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მოქალაქეს დალაგებული ჰქონდა წიწვოვანი სახეობის 11 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
სოფელ ხცისში კი მოქალაქეს საკარმიდამო ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე დალაგებული ჰქონდა წიწვოვანი სახეობის 9 ერთეული მორი, 15 ერთეული ნახევრად დამუშავებული მორი, 2 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი და 100 ერთეული ე.წ. პადონი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდევანში ლენტური ტიპის სახერხ საამქროსთან ერთად გამოვლინდა წიწვოვანი სახეობის 10 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და 5,6 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი.
უწყების ცნობით, ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.
ყველა ახალი ამბავი
0