https://sputnik-georgia.com/20221103/qveynis-masshtabit-tyis-agricxva-ganxorcielda-271898509.html
ქვეყნის მასშტაბით ტყის აღრიცხვა განხორციელდა
ქვეყნის მასშტაბით ტყის აღრიცხვა განხორციელდა
Sputnik საქართველო
მიღებული ინფორმაცია უზრუნველყოფს ტყის რესურსების მდგრად მართვასა და გამოყენებას, აღნიშნავენ სააგენტოში. 03.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-03T16:16+0400
2022-11-03T16:16+0400
2022-11-03T20:40+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1d/249095946_0:117:3001:1805_1920x0_80_0_0_b0d32280c023ff1ee54dafd5e7ec7958.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ტყეების სახელმწიფო ინვენტარიზაცია განხორციელდა – შემოწმდა მდგომარეობა, დადგინდა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და გერმანიის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. იგი გულისხმობს ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას.ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის მეთოდოლოგია ეფუძნება სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას, რომელიც ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შეიმუშავეს.ინვენტარიზაცია განხორციელდა სატყეო სექტორის რეფორმის ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1d/249095946_218:0:2781:1922_1920x0_80_0_0_29049c888447cf31210a0120bb747c29.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
ქვეყნის მასშტაბით ტყის აღრიცხვა განხორციელდა
16:16 03.11.2022 (განახლებულია: 20:40 03.11.2022) მიღებული ინფორმაცია უზრუნველყოფს ტყის რესურსების მდგრად მართვასა და გამოყენებას, აღნიშნავენ სააგენტოში.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ტყეების სახელმწიფო ინვენტარიზაცია განხორციელდა – შემოწმდა მდგომარეობა, დადგინდა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და გერმანიის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. იგი გულისხმობს ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით ტყის აღრიცხვის უპრეცედენტო სამუშაოები განხორციელდა. მსგავსი ტიპის ინვენტარიზაციისთვის სპეციალურად შემუშავდა მეთოლოგია, რის საფუძველზეც დაინერგა ტყეების სტატისტიკური აღრიცხვის მექანიზმი“, – აღნიშნა ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა.
ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის მეთოდოლოგია ეფუძნება სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას, რომელიც ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შეიმუშავეს.
ინვენტარიზაცია განხორციელდა სატყეო სექტორის რეფორმის ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).