მოლოდინი ქართულად

მოლოდინი ქართულად
მოლოდინი ქართულად - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
გამოწერა
არსებობს ასეთი ქართული ფრაზა „სამსახურს ველოდები“
ჩვეულებისამებრ, ამას ამბობენ უმუშევრები, რომლებიც იმის ნაცვლად, რომ კომპანიებს სტუმრობდნენ და დამსაქმებლებს საკუთარ რეზიუმეს უგზავნიდნენ, მშვიდად ელოდებიან „კარგ შემოთავაზებებს“. მეტიც, თუ მათ რაიმე შეთავაზება მიიღეს (მაგალითად, მზრუნველი მეზობლისგან), ჩვენმა გმირებმა შესაძლოა მარტივად თქვან უარი „უკეთესი ვარიანტის“ მოლოდინში.
გასულ კვირაში საქართველოს რესტრორატორთა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ხალხს მუშაობა არ სურს, საწარმოებს კი კადრები არ ყოფნით.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ დამსაქმებლები დაბალ ანაზღაურებას იძლევიან. მან ხაზი გაუსვა, რომ, მაგალითად, ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ინფლაციამ შეადგინა 25,9%, ხოლო საშუალო ხელფასი სულ 9%-ით გაიზარდა.
უმუშევრობის დონე საქართველოში 18,1%-ს აჭარბებს.
ყველა ახალი ამბავი
0