https://sputnik-georgia.com/20221103/italieli-gulsematkivrebi-kvaracxelias-bodiss-uxdian-271909070.html
„მთელ ნეაპოლს უყვარხარ“: იტალიელი გულშემატკივრები კვარაცხელიას ბოდიშს უხდიან
„მთელ ნეაპოლს უყვარხარ“: იტალიელი გულშემატკივრები კვარაცხელიას ბოდიშს უხდიან
Sputnik საქართველო
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება. 03.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-03T21:20+0400
2022-11-03T21:20+0400
2022-11-03T22:34+0400
სპორტი
შემთხვევები
იტალია
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/07/268302387_0:0:1441:810_1920x0_80_0_0_50f7a5198ce7d5adf48c06175afdeb10.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ნეაპოლელი გულშემატკივრები სოციალურ მედიაში ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სახლის გაქურდვის ფაქტს ეხმაურებიან და მას ბოდიშს უხდიან. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.დღეს ცნობილი გახდა, რომ იტალიაში კლუბ „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოპარულია ქართველი ფეხბურთელის ავტომობილი Mini Countryman. გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენი შემთხვევის დროს შინ იმყოფებოდა, თუმცა მძარცველები ვერ შეამჩნია.Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ქართველმა გარემარბმა უკვე დაწერა განცხადება პოლიციაში.21 წლის ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლის“ მიმდინარე წლის ივლისში შეუერთდა და კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კვარაცხელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ მესამე ფეხბურთელია, რომელიც იტალიის ჩემპიონატში ასპარეზობს.აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი იტალიის საფეხბურთო ასოციაციამ Seria A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ნეაპოლში მას უკვე „კვარადონას“ ეძახიან, ადარებენ რა ლეგენდარულ დიეგო არმანდოს, და „კვარა-სტელას“ – ვარსკვლავ-ბიჭუნას.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
იტალია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/07/268302387_38:0:1317:959_1920x0_80_0_0_df308c3a2a1e05105917772cc6caa2c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, შემთხვევები, იტალია , საქართველო, საზოგადოება
სპორტი, შემთხვევები, იტალია , საქართველო, საზოგადოება
„მთელ ნეაპოლს უყვარხარ“: იტალიელი გულშემატკივრები კვარაცხელიას ბოდიშს უხდიან
21:20 03.11.2022 (განახლებულია: 22:34 03.11.2022) მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ნეაპოლელი გულშემატკივრები სოციალურ მედიაში ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სახლის გაქურდვის ფაქტს ეხმაურებიან და მას ბოდიშს უხდიან. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ იტალიაში კლუბ „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოპარულია ქართველი ფეხბურთელის ავტომობილი Mini Countryman. გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენი შემთხვევის დროს შინ იმყოფებოდა, თუმცა მძარცველები ვერ შეამჩნია.
„კვარა, ის ხალხი ჩვენ არ წარმოგვადგენს, ბოდიშს გიხდით“, „მთელ ნეაპოლს უყვარხარ, ამ კრიმინალებმა შეარცხვინეს ჩვენი ხალხის იმიჯი“, „სხვა დროს ეს არასდროს მოხდებოდა, ოდესღაც „ნაპოლის“ ფეხბურთელებს არავინ ეხებოდა“, „იმედია, მალე იპოვიან მის მანქანას და ქურდები დაისჯებიან!“, „ნუ დავანგრევთ ამ მშვენიერ ოცნებას“, – წერენ ნეაპოლელი გულშემატკივრები სოციალურ მედიაში.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ქართველმა გარემარბმა უკვე დაწერა განცხადება პოლიციაში.
21 წლის ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლის“ მიმდინარე წლის ივლისში შეუერთდა და კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კვარაცხელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ მესამე ფეხბურთელია, რომელიც იტალიის ჩემპიონატში ასპარეზობს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი იტალიის საფეხბურთო ასოციაციამ Seria A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ნეაპოლში მას უკვე „კვარადონას“ ეძახიან, ადარებენ რა ლეგენდარულ დიეგო არმანდოს, და „კვარა-სტელას“ – ვარსკვლავ-ბიჭუნას.