მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას აღკვეთს

© AP Photo / Luis M. Alvarez
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
გამოწერა
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. შეერთებული შტატები აამოქმედებს ყველა ინსტრუმენტს იმისთვის, რათა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდება აღიკვეთოს, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა.

„რუსეთში ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიწოდების აღსაკვეთად ჩვენ ისევე გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, როგორც ამას ვაკეთებთ და კვლავაც გავაკეთებთ ირანული მიწოდებებისთვის ხელის შესაშლელად. არსებობს სანქციების მექანიზმები, ჩვენ ასევე განვიხილავთ დამატებით ინსტრუმენტებსა და უფლებამოსილებებს, რომლებიც შეიძლება ავამოქმედოთ“, — თქვა პრაისმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, ქვეყნებმა, რომლებსაც ჩრდილოეთ კორეაზე გავლენის ბერკეტები აქვთ, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა სახელმწიფოებმა და პასუხისმგებლიანმა ქვეყნებმა, სრული მოცულობით უნდა დაუწესონ ჩრდილოეთ კორეას სანქციები, რომლებიც მანამდე „თავად უშიშროების საბჭომ შეათანხმა“.
მანამდე, ოთხშაბათს პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ფხენიანი მოსკოვს „მნიშვნელოვანი რაოდენობის“ საარტილერიო ჭურვებს აწვდის უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად. აშშ-ში ირწმუნებიან, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის განკუთვნილ იარაღს ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის მოწოდებების სახით ნიღბავს.
ყველა ახალი ამბავი
0