საშინელი ავტოავარია სომხეთში - მიკროავტობუსი სატვირთოს შეეჯახა

© photo: Sputnik / Asatur Esayantsპოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა სომხეთში
პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა სომხეთში - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
გამოწერა
ავარია ხუთშაბათს ერევნიდან 35 კილომეტრში მოხდა.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. სომხეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა ხუთი ადამიანი, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.
ავტოავარია ხუთშაბათს, საღამოს არმავირი–მეწამორის გზის მონაკვეთზე, ერევნიდან 35 კილომეტრში მოხდა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-სამსახურში აღნიშნეს, რომ სამგზავრო მიკროავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი ადამიანი, ხუთი კი დაშავდა.
სხვა დეტალები უცნობია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0