როდის დასტაბილურდება ფასები საქართველოში? ეროვნული ბანკის პასუხი

© photo: Sputnik / Stringerსუპერმარკეტი
სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
გამოწერა
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებას 2023 წლის იანვრიდან ელოდება, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან.
რეგულატორის მონაცემებით, საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი უკვე გაიარა, თუმცა ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა. ინფლაციამ სექტემბერში წლიური 11,5 პროცენტი შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%).

„ზოგადად თუ ვისაუბრებთ, ჩვენი მოლოდინია, რომ სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია იანვრამდე იგივე დონეზე დარჩება და შესამჩნევი კლება იანვარში დაიწყება“, – განაცხადა გვენეტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ხელფასების ზრდამ.
„ჩვენ ვაანალიზებთ ხელფასებთან დაკავშირებით ინფორმაციას, რადგან ესეც გარკვეულწილად მოთხოვნის ნაწილია. ეს ნიშნავს, რომ თუ ინფლაცია მოლოდინებში გადაიზარდა, ამან შეიძლება შექმნას ინფლაციის და ხელფასების გაზრდის სპირალი, რაც კარგი არ იქნება“, – განაცხადა გვენეტაძემ.
ამასთან, ინფლაციის დონეზე პოზიტიურ გავლენას ახდენს ლარის კურსის გამყარება, ტურიზმის აღდგენა, მიგრანტების მაღალი ნაკადი და მსოფლიო ბაზარზე ფასების კლება, აღნიშნა გვენეტაძემ.
მსოფლიო ბანკი გააგრძელებს საქართველოში რეფორმების მხარდაჭერას>>>
ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის დონე მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლის შუა რიცხვებისთვის მიუახლოვდება. თუმცა, მზარდმა მოთხოვნამ შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს.
გასულ კვირაში ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და იგი კვლავ 11%-ს შეადგენს.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
ყველა ახალი ამბავი
0