https://sputnik-georgia.com/20221102/uaqcizo-sigarettan-brzola-oqtombris-monacemebi-271880740.html
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - ოქტომბრის მონაცემები
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - ოქტომბრის მონაცემები
Sputnik საქართველო
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ გახდა. 02.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-02T21:57+0400
2022-11-02T21:57+0400
2022-11-02T22:43+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23686/77/236867708_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_161c41d32a49d12dcddf4e68c9b09c75.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 224 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.გავრცელებული ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა ოქტომბერში მთლიანობაში ამოიღეს 15 ათასზე მეტი კოლოფი (მათ შორის, 304 ელექტრონული სიგარეტი/სითხე) კონტრაბანდული სიგარეტი და 94 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.78 შემთხვევაში საქმე სასამართლოს გადაეცა, სამი – სისხლის სამართლის დანაშაულია, დანარჩენი 143 ფაქტი კი არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად ჩაითვალა და შედგა ამოღების ოქმები.სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ გახდა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23686/77/236867708_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_af758067e113d862ab556d3c2968b6dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - ოქტომბრის მონაცემები
21:57 02.11.2022 (განახლებულია: 22:43 02.11.2022) სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ გახდა.
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 224 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა ოქტომბერში მთლიანობაში ამოიღეს 15 ათასზე მეტი კოლოფი (მათ შორის, 304 ელექტრონული სიგარეტი/სითხე) კონტრაბანდული სიგარეტი და 94 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.
78 შემთხვევაში საქმე სასამართლოს გადაეცა, სამი – სისხლის სამართლის დანაშაულია, დანარჩენი 143 ფაქტი კი არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად ჩაითვალა და შედგა ამოღების ოქმები.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ გახდა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.