https://sputnik-georgia.com/20221102/saapelacio-sasamartlom-nika-gvaramia-patimrobasi-datova-271862267.html
სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა
Sputnik საქართველო
„მთავარი არხის" ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა. 02.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-02T11:49+0400
2022-11-02T11:49+0400
2022-11-02T17:08+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/10/266667655_0:0:1801:1014_1920x0_80_0_0_459b22d9fe60c026125018085f50c27c.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო.„მთავარი არხის" ჟურნალისტების აზრით, ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა.მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. „რუსთავი 2“ ხალვაშს 2019 წელს, საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე დაუბრუნდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/10/266667655_100:0:1547:1085_1920x0_80_0_0_c173a4c8f56206055608ed100bbb2829.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა
11:49 02.11.2022 (განახლებულია: 17:08 02.11.2022) „მთავარი არხის" ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო.
„მთავარი არხის" ჟურნალისტების აზრით, ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. „რუსთავი 2“ ხალვაშს 2019 წელს, საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე დაუბრუნდა.