https://sputnik-georgia.com/20221102/rostam-qasemi-271874107.html
ირანელი მინისტრი „უწესობაში“ გამოიჭირეს: ვრცელდება საყვარელთან გადაღებული ფოტოები
ირანელი მინისტრი „უწესობაში“ გამოიჭირეს: ვრცელდება საყვარელთან გადაღებული ფოტოები
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ირანის ტრანსპორტის მინისტრი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური... 02.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-02T17:24+0400
2022-11-02T17:24+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
საპროტესტო აქციები ირანში
ირანი
საზოგადოება
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1b/250725551_0:0:3178:1788_1920x0_80_0_0_177e0e65f7eeb311c121eaba3885ea1d.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ირანის ტრანსპორტის მინისტრი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური როსტამ ქასემი საყვარელთან ერთადაა გადაღებული ინდონეზიაში, წერს ინდური ახალი ამბების პორტალი Firstpost.გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოები კუალა-ლუმპურში ჯერ კიდევ 2011 წელსაა გადაღებული — ქასემის მეუღლის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, თუმცა ისინი ახლაღა გავრცელდა ინტერნეტით. პორტალი იმ ფონზე, როდესაც ირანში უკვე თვე-ნახევარია მიმდინარეობს მასშტაბური საპროტესტო აქციები ჰიჯაბის არაწორი ტარებისთვის დაკავებული და პოლიციის მიერ ნაცემი მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო, საგანგებოდ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მინისტრის საყვარელს ჰიჯაბი არ ახურავს.ფოტოებმა ირანელთა მასობრივი აღშფოთება გამოიწვია, ვინაიდან როსტამ ქასემი ირანელი ქალების ჩაცმულობის მიმართ სიმკაცრით გამოირჩევა. შესაბამისად, ინტერნეტ-მომხმარებლებმა მას პირფერი უწოდეს.ირანში უკვე თვე-ნახევარია გრძელდება საპროტესტო აქციები. ამ ხნის განმავლობაში, დემონსტრაციების დარბევის დროს, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი, დაკავებულია ათასზე მეტი დემონსტრანტი.
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1b/250725551_447:0:3178:2048_1920x0_80_0_0_a7fb8029f65deece3bc4f7fed7545a53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საპროტესტო აქციები ირანში, ირანი , საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
საპროტესტო აქციები ირანში, ირანი , საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ირანის ტრანსპორტის მინისტრი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური როსტამ ქასემი საყვარელთან ერთადაა გადაღებული ინდონეზიაში, წერს ინდური ახალი ამბების პორტალი Firstpost.
გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოები კუალა-ლუმპურში ჯერ კიდევ 2011 წელსაა გადაღებული — ქასემის მეუღლის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, თუმცა ისინი ახლაღა გავრცელდა ინტერნეტით.
პორტალი იმ ფონზე, როდესაც ირანში უკვე თვე-ნახევარია მიმდინარეობს მასშტაბური საპროტესტო აქციები ჰიჯაბის არაწორი ტარებისთვის დაკავებული და პოლიციის მიერ ნაცემი მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო, საგანგებოდ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მინისტრის საყვარელს ჰიჯაბი არ ახურავს.
ფოტოებმა ირანელთა მასობრივი აღშფოთება გამოიწვია, ვინაიდან როსტამ ქასემი ირანელი ქალების ჩაცმულობის მიმართ სიმკაცრით გამოირჩევა. შესაბამისად, ინტერნეტ-მომხმარებლებმა მას პირფერი უწოდეს.
ირანში უკვე თვე-ნახევარია გრძელდება საპროტესტო აქციები. ამ ხნის განმავლობაში, დემონსტრაციების დარბევის დროს, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი, დაკავებულია ათასზე მეტი დემონსტრანტი.