საქართველოში მშენებლობის ღირებულება სექტემბერში უმნიშვნელოდ შემცირდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliამწე მშენებლობაზე
ამწე მშენებლობაზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2022
გამოწერა
მშენებლობის ინდექსის კლება ძირითადად ხელფასების 2%-ით შემცირების ხარჯზე მოხდა.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2022 წლის სექტემბერში, 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით, 0,7%-ით შემცირდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყებამ მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშება დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის შენობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.
უწყების ინფორმაციით, წლიური ინდექსის შემცირება ერთ თვეში ძირითადად მოხდა მუშების ხელფასების 2%-ით კლების ხარჯზე, ამავე დროს ფასები სამშენებლო მასალებზე გაიზარდა 0,1%-ით.
მიმდინარე წლის სექტემბერში, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6,9%-ით, რაც გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4,1%-ით ზრდით და მუშების ხელფასების 1,54%-ით ზრდით.
რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში წლის დასაწყისიდან - ახალი სტატისტიკა>>
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასებისთვის, ასევე სამშენებლო სფეროში დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მისაღებად.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0