მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ერ-რიადმა ვაშინგტონი გააფრთხილა: ირანი საუდის არაბეთზე თავდასხმას გეგმავს

© AFP 2024 / Iranian Army office
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2022
გამოწერა
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ერ-რიადმა ვაშინგტონს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომელთა თანახმად, ირანი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე შეტევას ამზადებს, რის შემდეგაც შეერთებულმა შტატებმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანეს, იუწყება გაზეთი The Wall Street Journal არაბულ და ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით.

„შეერთებულმა შტატებმა, საუდის არაბეთმა და რეგიონის მთელმა რიგმა ქვეყნებმა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონე გაზარდეს“, — წერს გამოცემა.

ირანის დაზვერვის სამინისტრო და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სადაზვერვო ორგანიზაცია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ისრაელისა და საუდის არაბეთის სადაზვერვო სააგენტოებს იმ საპროტესტო აქციების დაგეგმვა-განხორციელებაში ადანაშაულებენ, რომლებიც მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა ირანში.
ერ-რიადის ოფიციალური პირების განცხადებით, თეირანი საუდის არაბეთსა და ერაყის ქურთისტანში ერბილზე თავდასხმებს გეგმავს, რათა ქვეყანაში მიმდინარე პროტესტებიდან ყურადღება გადაიტანოს.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდალმა გასულ თვეში საჯაროდ გააფრთხილა საუდის არაბეთი, შეეზღუდა პრესაში ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქება.
„ეს არის ჩვენი ბოლო გაფრთხილება, რადგან თქვენ მედიის საშუალებით ჩვენს საშინაო საქმეებში ერევით“, — მიმართა ერ-რიადს გენერალ-მაიორმა ჰოსეინ სალამიმ.
ირანში უკვე თვე-ნახევარია გრძელდება საპროტესტო აქციები, რომლებმაც პოლიციის მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ იფეთქა. აქციის მონაწილეები პოლიციას ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ადანაშაულებენ. დემონსტრაციების დარბევის დროს, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი, დაკავებულია ათასზე მეტი დემონსტრანტი.
წყარო: The Wall Street Journal
ყველა ახალი ამბავი
0