https://sputnik-georgia.com/20221101/tbilissi-tardeba-adgilobrivi-ekonomikuri-ganvitarebis-forumi-271842404.html
თბილისში ტარდება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი
თბილისში ტარდება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი
Sputnik საქართველო
ღონისძიების მთავარი მიზანია თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარება, რომლებიც ქალაქების განვითარების გრძელვადიან პერსპექტივებს ქმნის. 01.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-01T15:53+0400
2022-11-01T15:53+0400
2022-11-01T20:38+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/07/271142620_0:119:1280:839_1920x0_80_0_0_ae6d74042bd2677dd6ea5b9002f82af3.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ორშაბათს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების რიგით მე-12 ფორუმი დაიწყო, იუწყება დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახური.ფორუმი ორი დღე გაგრძელდება, დედაქალაქის ხელისუფლებიდან მას ესწრებიან თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე. მერიის განცხადებით, ფორუმი ურბანისტული განვითარების პერსპექტივებზე და თანამედროვე ტენდენციებზე მსჯელობის საშუალებას იძლევა.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია თბილისში ურბანისტული განვითარების ტემპი და მისასალმებელია ამ მიმართულებით ბოლო მიღწევები.ფორუმი 2007 წლიდან ყოველ წელს იმართება. მას სტუმრობენ ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერები, სხვადასხვა დარგის ექსპერტები, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ფორუმის ორგანიზატორია თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური.ღონისძიების მთავარი მიზანია გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარება, რომელიც თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის. ფორუმის თემატიკა ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდეციებსა და საჭიროებებს მოიცავს, რომელიც ქალაქების სრულ ჩართულობასა და პროაქტიურ ქმედებებს მოითხოვს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/07/271142620_2:0:1279:958_1920x0_80_0_0_1a9407ef7c4a6e0b80d35d8d356596da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
თბილისში ტარდება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი
15:53 01.11.2022 (განახლებულია: 20:38 01.11.2022) ღონისძიების მთავარი მიზანია თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარება, რომლებიც ქალაქების განვითარების გრძელვადიან პერსპექტივებს ქმნის.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ორშაბათს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების რიგით მე-12 ფორუმი დაიწყო, იუწყება დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახური.
ფორუმი ორი დღე გაგრძელდება, დედაქალაქის ხელისუფლებიდან მას ესწრებიან თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე. მერიის განცხადებით, ფორუმი ურბანისტული განვითარების პერსპექტივებზე და თანამედროვე ტენდენციებზე მსჯელობის საშუალებას იძლევა.
„წლების განმავლობაში აღნიშნული ფორუმი ქალაქების მდგრადი განვითარების მიმართულებით გამოცდილების, თანამედროვე მიდგომების გაზიარებისა და ახალი იდეების გააზრების ეფექტურ პლატფორმად ჩამოყალიბდა. ჩვენ განვაგრძობთ ამ მრავალწლიან ტრადიციას“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც პოლიტიკოსმა
აღნიშნა, მნიშვნელოვანია თბილისში ურბანისტული განვითარების ტემპი და მისასალმებელია ამ მიმართულებით ბოლო მიღწევები.
ფორუმი 2007 წლიდან ყოველ წელს იმართება. მას სტუმრობენ ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერები, სხვადასხვა დარგის ექსპერტები, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ფორუმის ორგანიზატორია თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური.
ღონისძიების მთავარი მიზანია გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარება, რომელიც თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის. ფორუმის თემატიკა ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდეციებსა და საჭიროებებს მოიცავს, რომელიც ქალაქების სრულ ჩართულობასა და პროაქტიურ ქმედებებს მოითხოვს.