https://sputnik-georgia.com/20221101/sco-sxdoma-271845556.html
SCO ეწინააღმდეგება სავაჭრო შეზღუდვებს, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკას ემუქრება
SCO ეწინააღმდეგება სავაჭრო შეზღუდვებს, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკას ემუქრება
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) ქვეყნები ხელს შეუწყობენ ღია მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას და ეწინააღმდეგებიან... 01.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-01T18:21+0400
2022-11-01T18:21+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
ეკონომიკა
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/11/270520793_0:265:2700:1784_1920x0_80_0_0_55b2b802fa279ce228b446c951be2a67.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) ქვეყნები ხელს შეუწყობენ ღია მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას და ეწინააღმდეგებიან სავაჭრო შეზღუდვებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკას, ნათქვამია ერთობლივ კომუნიკეში, რომელიც სამშაბათს მიიღეს SCO-ს ქვეყნების მთავრობების მეთაურთა საბჭოს 21-ე შეხვედრაზე.დელეგაციების ხელმძღვანელებმა ასევე დაადასტურეს, რომ SCO მხარს უჭერს WTO-ს ეფექტურობის გაზრდას, როგორც საკვანძო პლატფორმას საერთაშორისო სავაჭრო დღის წესრიგის განხილვისა და მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის წესების მიღებისთვის.SCO-ს წევრი ქვეყნების მთავრობების მეთაურთა საბჭოს 21-ე სხდომა სამშაბათს გაიმართა ჩინეთის თავმჯდომარეობით ვიდეოკონფერენციის საშუალებით. ღონისძიებას რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის მთავრობების მეთაურები ესწრებოდნენ. ინდოეთსა და პაკისტანს წარმოადგენდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები. სამუშაოს ასევე შეუერთდნენ დამკვირვებელი ქვეყნები: ბელარუსი, ირანი და მონღოლეთი. თავმჯდომარის მიწვევით შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო თურქმენეთმაც.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/11/270520793_0:12:2700:2037_1920x0_80_0_0_9a642e74373fd38ffbe9f980505ad3da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, მსოფლიოს ახალი ამბები
ეკონომიკა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) ქვეყნები ხელს შეუწყობენ ღია მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას და ეწინააღმდეგებიან სავაჭრო შეზღუდვებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკას, ნათქვამია ერთობლივ კომუნიკეში, რომელიც სამშაბათს მიიღეს SCO-ს ქვეყნების მთავრობების მეთაურთა საბჭოს 21-ე შეხვედრაზე.
„დელეგაციების ხელმძღვანელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ SCO-ს წევრ ქვეყნებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ გლობალური ეკონომიკური მმართველობის არქიტექტურის შემდგომი გაუმჯობესება და თანმიმდევრულად დაიცავენ და გააძლიერებენ ღია, გამჭვირვალე, სამართლიან, ინკლუზიურ და არადისკრიმინაციულ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) პრინციპებსა და წესებზეა დაფუძნებული, ხელს შეუწყობენ ღია მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას, წინააღმდეგობას გაუწევენ პროტექციონისტულ ქმედებებს და სავაჭრო შეზღუდვებს, რომლებიც ეწინააღმდეგება WTO-ს პრინციპებს, ძირს უთხრის მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას და საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკას“, — ნათქვამია დოკუმენტში.
დელეგაციების ხელმძღვანელებმა ასევე დაადასტურეს, რომ SCO მხარს უჭერს WTO-ს ეფექტურობის გაზრდას, როგორც საკვანძო პლატფორმას საერთაშორისო სავაჭრო დღის წესრიგის განხილვისა და მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის წესების მიღებისთვის.
SCO-ს წევრი ქვეყნების მთავრობების მეთაურთა საბჭოს 21-ე სხდომა სამშაბათს გაიმართა ჩინეთის თავმჯდომარეობით ვიდეოკონფერენციის საშუალებით. ღონისძიებას რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის მთავრობების მეთაურები ესწრებოდნენ. ინდოეთსა და პაკისტანს წარმოადგენდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები. სამუშაოს ასევე შეუერთდნენ დამკვირვებელი ქვეყნები: ბელარუსი, ირანი და მონღოლეთი. თავმჯდომარის მიწვევით შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო თურქმენეთმაც.