როგორ იქმნებოდა სამების საკათედრო ტაძრის არშია - სამების ბაღი

© Sputnik / Levan Avlabreliგვიანი შემოდგომა სამების ბაღში
გვიანი შემოდგომა სამების ბაღში - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
გამოწერა
„შემდგარი ბაღის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მებაღეთა ენაზე - დროა. სწორედ წელთა დინებამ უნდა შემოსოს საბოლოოდ ბაღის არქიტექტორთა და მებაღეთა ჩანაფიქრი. ამიტომ ძნელია ახალგაზრდა ბაღის ავკარგიანობაზე იმსჯელო, თუ მას სეზონთა ცვალებადობის ქარტეხილები არ გაუვლია

მხოლოდ ერთი ასეთი ათეული წელი მიითვალა სამების საკათედრო ტაძრის ირგვლივ აშენებულმა ბაღმა და ის, რომ იგი უკვე თბილისელთა და დედაქალაქის სტუმრების ერთ-ერთ საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა, უკვე მრავალზე მეტყველებს.

© photo: Sputnik / Stringerსამების ბაღში ლავანდები ნოემბერშიც ყვავიან
სამების ბაღში ლავანდები ნოემბერშიც ყვავიან - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
სამების ბაღში ლავანდები ნოემბერშიც ყვავიან

დღეს გვინდა იმ ადამიანებზე მოგითხროთ, ვინც ამ ბაღის მშენებლობას დაუდო სათავე და დღემდე რუდუნებით ზრუნავს მის სილამაზეზე.

ყველაფერი 2005 წელს დაიწყო, როცა სამების სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დასრულდა და ჯერი მის ირგვლივ ტერიტორიის კეთილმოწყობაზე მიდგა.

© Sputnik / Levan Avlabreliსამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ბაღის თავდაპირველი პროექტი
სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ბაღის თავდაპირველი პროექტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ბაღის თავდაპირველი პროექტი
 

ნანული პირველი — ლანდშაფტის არქიტექტორი, სამების ბაღის თავდაპირველი პროექტის ავტორი

ქალბატონი ნანული საქართველოში უფრო ცნობილია როგორც მსახიობი, რომელმაც დაუვიწყარი სახეები შექმნა ქართული კინოს კლასიკად ქცეულ ფილმებში: „კეთილი ადამიანები“, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, „ციმბირელი პაპა“, „როგორ ვიცხოვრო უშენოდ“, „ცხელი ზაფხულის სამი დღე“. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ სამების ულამაზესი ბაღის თავდაპირველი პროექტის ავტორი, სწორედ ეს მშვენიერი ქალბატონი გახლავთ. 

© ნანული პირველის პირადი არქივილანდშაფტის არქიტექტორი ნანული პირველი, რომელსაც საქართველოში უფრო იცნობენ როგორც შესანიშნავ კინომსახიობს
ლანდშაფტის არქიტექტორი ნანული პირველი, რომელსაც საქართველოში უფრო იცნობენ როგორც შესანიშნავ კინომსახიობს - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
ლანდშაფტის არქიტექტორი ნანული პირველი, რომელსაც საქართველოში უფრო იცნობენ როგორც შესანიშნავ კინომსახიობს

„როცა სამების არქიტექტორმა ბატონმა არჩილ მინდიაშვილმა ამ ბაღის პროექტზე მუშაობა მთხოვა, ახალი დასრულებული მქონდა წინანდლის ბაღის რეკონსტრუქციაზე მუშაობა და სწორედ წინანდლის ბაღი გახდა ჩემთვის შთაგონების წყარო“, — იხსენებს ქალბატონი ნანული.

© Sputnik / Levan Avlabreliნანული პირველი - სამების ბაღის თავდაპირველი პროექტის ავტორი
ნანული პირველი - სამების ბაღის თავდაპირველი პროექტის ავტორი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
ნანული პირველი - სამების ბაღის თავდაპირველი პროექტის ავტორი

მისი თქმით, საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა დაახლოებით ერთი წელი გრძელდებოდა. ლანდშაფტის არქიტექტორისათვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ თითოეული თარგის ფორმა, არამედ დასარგავ მცენარეთა ფორმა და ფაქტურა, სეზონთა ცვალებადობის გათვალისწინებით, და რა თქმა უნდა ის რომ, ყველა მცენარისათვის შესაფერისი საარსებო გარემო შექმნილიყო. 

ცალ ცალკე გაკეთდა 10-მდე თარგი მცენარეებისათვის. გასამწვანებელი ტერიტორიის ფართობმა 33 765 კვადრატული მეტრი შეადგინა. იმ დროინდელი საქართველოს ისტორიაში ასევე უპრეცედენტო იყო ბაღისათვის გამოყენებულ მცენარეთა რაოდენობა: 1200 — მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე, 2300 მარადმწვანე და ფოთლოვანი ბუჩქი, 2500-მდე ვარდის ბუჩქი, ხოლო სეზონური და მრავალწლიანი ყვავილებისა და სხვა ნიადაგმფარავების რაოდენობის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. 

ქალბატონი ნანულის თქმით, ძალიან რთული იყო ამ რაოდენობით მცენარეების მოძიება საქართველოში, ამიტომ საპროექტო ჯგუფმა მსოფლიოს ცნობილ სანერგეებს მიმართა და სამების ეზოს მკვიდრთა პირველი პარტიის ჩამოტანა პოლონეთიდან მოხდა. 

ლიკა ქურციკიძე — ლანდშაფტის არქიტექტორი, სამების ბაღის არსებული პროექტის ერთ-ერთი ავტორი და მისი არქიტექტორი დაარსების დღიდან დღემდე 

© Sputnik / Denis Aslanovსამების ბაღის არქიტექტორი ლიკა ქურციკიძე
სამების ბაღის არქიტექტორი ლიკა ქურციკიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
სამების ბაღის არქიტექტორი ლიკა ქურციკიძე

სამების ბაღის განაშენიანების პირველი ეტაპი 2005 წელს განხორციელდა და დაგეგმარების პროცესში, რომელსაც ქალბატონი ნანული პირველი ხელმძღვანელობდა ქალბატონი ლიკაც ჩაერთო. მოგვიანებით ჯანმრთელობის პრობლემების გამო ნანული პირველი ჩამოშორდა პროექტს და უკვე 10 წელია თუ რამ გაკეთებულა სამების ბაღში, სწორედ ლიკა ქურციკიძის პროექტითა და ხელმძღვანელობით ხდება. 

ქალბატონი ლიკას თქმით, ამ ათი წლის მანძილზე ბაღმა საკმაოდ ბევრი ცვლილება განიცადა. იცვლებოდა თარგები, მცენარეთა სახეობები — ძირითადად სეზონური მცენარეების, ემატებოდა ახალი მცენარეები და ამაში მნიშვნელოვანწილად სამების ტაძრის მრევლიც იღებდა მონაწილეობას, რომლებიც ტაძარს საჩუქრად გადასცემდნენ ხეებს. სამების ტაძრის უკანა ეზოში "როზარიუმის" გაკეთების იდეა პატრიარქს ეკუთვნის.

© Sputnik / Denis Aslanovსამების ბაღის არქიტექტორი ლიკა ქურციკიძე
სამების ბაღის არქიტექტორი ლიკა ქურციკიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
სამების ბაღის არქიტექტორი ლიკა ქურციკიძე
 

„აღსანიშნავია, რომ ამ როზარიუმის გაკეთებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის მონაზონ თეკლე სიხარულიძეს, რომელიც არის ამ ვარდების ბაღის იდეის თანაავტორი. სწორედ მისი მონდომებითა და ძალისხმევით გაკეთდა ეს როზარუმი“, — აღნიშნავს ლანდშაფტის არქიტექტორი.

© საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის არქივისამების ბაღის "როზარიუმის" სულისჩამდგმელი დედა თეკლე (სიხარულიძე) თავის კოლეგებთან და სტუდენტებთან ერთად, ბაღის სამსენებლო სამუშაოების პროცესში.
სამების ბაღის როზარიუმის სულისჩამდგმელი დედა თეკლე (სიხარულიძე) თავის კოლეგებთან და სტუდენტებთან ერთად, ბაღის სამსენებლო სამუშაოების პროცესში. - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
სამების ბაღის "როზარიუმის" სულისჩამდგმელი დედა თეკლე (სიხარულიძე) თავის კოლეგებთან და სტუდენტებთან ერთად, ბაღის სამსენებლო სამუშაოების პროცესში.
 

ლიკა ქურციკიძის თქმით, დიდია ასევე ბატონი ვალოდია ბრეგვაძის დამსახურებაც, რომელიც ასევე მონაწილეობას იღებდა თავდაპირველად ბაღის დაგეგმარებაში და სწორედ მისი ვარდები იქნა გამოყენებული ტერიტორიის ნაწილზე. 

ვალოდია ბრეგვაძე — აგრონომი, მებაღე, სამების ტერიტორიის გამწვანების ერთ-ერთი ორგანიზატორი

იმ პერიოდში ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად და სწორედ მას დაევალა ქალბატონი ნანული პირველის პროექტის განხორციელების ორგანიზება.

© ვ. ბრეგვაძის პირადი არქივივალოდია ბრეგვაძე - სამების ბაღის ერთ-ერთი შემოქმედი
ვალოდია ბრეგვაძე - სამების ბაღის ერთ-ერთი შემოქმედი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
ვალოდია ბრეგვაძე - სამების ბაღის ერთ-ერთი შემოქმედი

„მიუხედავად იმისა, რომ დეკორატიულ მებაღეობაში მრავალწლიანი გამოცდილება მქონდა, ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო და ღამეებს ვათენებდით, რომ პროექტი განგვეხორციელებინა", — იხსენებს ბატონი ვალოდია.

 რა თქმა უნდა  სამების სამშენებლო სამუშაოების შემდეგ პირველ რიგში ტერიტორიის გასუფთავება უნდა მომხდარიყო და შემდეგ ახალი ნაყოფიერი მიწის შემოტანა ყვავილნარებისათვის.

© პირადი არქივისამების ბაღს დღესაც ამშვენებს ვალოდია ბრეგვაძის სანერგის ვარდები
სამების ბაღს დღესაც ამშვენებს ვალოდია ბრეგვაძის სანერგის ვარდები - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
სამების ბაღს დღესაც ამშვენებს ვალოდია ბრეგვაძის სანერგის ვარდები

„ვერ გეტყვით რამდენი მანქანა მიწა შემოვიტანეთ — რამდენიმე ასეული. თითოეული მანქანა მიწის ვარგისიანობას ადგილზე პირადად ვამოწმებდი და თუ ოდნავ ეჭვი შემეპარებოდა რამეში უკან ვაბრუნებდი. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ სამების როზარიუმის უმეტეს ნაწილს სწორედ ჩემს სანერგეში გაზრდილი, ჩემი ნამყენი ვარდები ამშვენებს, თუმცა ვარდების ნაწილი გერმანიისა და საფრანგეთის ცნობილი სანერგეებიდან ჩამოვიდა, რასაც მაშინ გერმანიიდან ახალი ჩამოსული ზურა შევარდნაძე ხელმძღვანელობდა", — გვითხრა ვალოდია ბრეგვაძემ. 

© საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის არქივისაპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი ზურაბ შევარდნაძე და კოლეჯის მოსწავლეები. სამების ბაღის განაშენიანების პროცესი.
საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი ზურაბ შევარდნაძე და კოლეჯის მოსწავლეები. სამების ბაღის განაშენიანების პროცესი. - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი ზურაბ შევარდნაძე და კოლეჯის მოსწავლეები. სამების ბაღის განაშენიანების პროცესი.

ზურა შევარდნაძე — საპარტრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი:

ბაღის განაშენიანების პროცესში სასწავლებლის დაარსებასთან ერთად ჩავერთე. საერთოდ სასწავლებელი სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ სამების ბაღისათვის მებაღეები მოგვემზადებინა და ასევე შეგვექმნა ბაზა ბაღისთვის მცენარეების გამოსაყვანად. სწორედ ამიტომ აშენდა სასწავლებელთან ისევ სამების ტერიტორიაზე პატარა სასათბურე მეურნეობაც. მე რომ მივედი ბაღის ძირითადი ნაწილი გაშენებული იყო და მცირე წვლილი მიმიძღვის გარკვეული კუთხეების განაშენიანება-გადაჯგუფებაში. ჩემთვის ძალიან ბედნიერი დრო იყო —  მახსოვს როგორი აღფრთოვანებული და ბედნიერი ვიყავი, რადგან უშუალოდ პატრიარქისაგან ვიღებდით რჩევა-დარიგებებს, ძალიან ხშირად მოდიოდა ჩვენთან, კვირა არ გავიდოდა საჩუქრებითა და მცენარეებით დატვირთული მანქანით არ მოსულიყო. ანგარიშს ვაბარებდით და რჩევას ვეკითხებოდით. უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობით ორჯერ ჩამოვიტანე ვარდები „კორდესის“ სანერგიდან. 

© Sputnik / Levan Avlabreliსამების როზარიუმი გვიან შემოდგომაზე
სამების როზარიუმი გვიან შემოდგომაზე - Sputnik საქართველო
1/15
სამების როზარიუმი გვიან შემოდგომაზე
© Sputnik / Levan Avlabreliხედი სამების ბაღზე სამრეკლოდან
ხედი სამების ბაღზე სამრეკლოდან - Sputnik საქართველო
2/15
ხედი სამების ბაღზე სამრეკლოდან
© Sputnik / Levan Avlabreliნეკერჩხალთა მრავალფეროვნება სამების ბაღში.
ნეკერჩხალთა მრავალფეროვნება სამების ბაღში. - Sputnik საქართველო
3/15
ნეკერჩხალთა მრავალფეროვნება სამების ბაღში.
© photo: Sputnik / Stringerსამების ვარდები აქ ადრე გაზახულიდან ზამთრის პირამდე ყვავიან
სამების ვარდები აქ ადრე გაზახულიდან ზამთრის პირამდე ყვავიან - Sputnik საქართველო
4/15
სამების ვარდები აქ ადრე გაზახულიდან ზამთრის პირამდე ყვავიან
© Sputnik / Levan Avlabreliმწვანე ფერისა და ფოთოლთა ფაქტურის მრავალფეროვნება
მწვანე ფერისა და ფოთოლთა ფაქტურის მრავალფეროვნება - Sputnik საქართველო
5/15
მწვანე ფერისა და ფოთოლთა ფაქტურის მრავალფეროვნება
© Sputnik / Levan Avlabreliმოსწონთ სამების ბაღის ფისოებს კამერასთან პოზირება
მოსწონთ სამების ბაღის ფისოებს კამერასთან პოზირება - Sputnik საქართველო
6/15
მოსწონთ სამების ბაღის ფისოებს კამერასთან პოზირება
© Sputnik / Levan Avlabreliმიწა ჯერ კიდევ თბილია და ბაღში ხშირად იხილავთ მწვანე მოლზე წამომჯდარ ფისოებს.
მიწა ჯერ კიდევ თბილია და ბაღში ხშირად იხილავთ მწვანე მოლზე წამომჯდარ ფისოებს. - Sputnik საქართველო
7/15
მიწა ჯერ კიდევ თბილია და ბაღში ხშირად იხილავთ მწვანე მოლზე წამომჯდარ ფისოებს.
© Sputnik / Levan Avlabreliხედი ბაღზე სამრეკლოდან
ხედი ბაღზე სამრეკლოდან - Sputnik საქართველო
8/15
ხედი ბაღზე სამრეკლოდან
© Sputnik / Levan Avlabreliმიუხედავად სუსხისა, სამების ვარდებს ჯერაც არ გახუნებიათ ფერები
მიუხედავად სუსხისა, სამების ვარდებს ჯერაც არ გახუნებიათ ფერები - Sputnik საქართველო
9/15
მიუხედავად სუსხისა, სამების ვარდებს ჯერაც არ გახუნებიათ ფერები
© Sputnik / Levan Avlabreliსამების ბაღის მებაღეები მოლზე ისვენებენ
სამების ბაღის მებაღეები მოლზე ისვენებენ - Sputnik საქართველო
10/15
სამების ბაღის მებაღეები მოლზე ისვენებენ
© Sputnik / Levan Avlabreliგვიანი შემოდგომა სამების ბაღში
გვიანი შემოდგომა სამების ბაღში - Sputnik საქართველო
11/15
გვიანი შემოდგომა სამების ბაღში
© Sputnik / Levan Avlabreliსამების ბაღი თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა
სამების ბაღი თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა - Sputnik საქართველო
12/15
სამების ბაღი თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა
© Sputnik / Levan Avlabreliუყვართ სამების ფისოებს ადამიანებთან სიახლოვე
უყვართ სამების ფისოებს ადამიანებთან სიახლოვე - Sputnik საქართველო
13/15
უყვართ სამების ფისოებს ადამიანებთან სიახლოვე
© Sputnik / Levan Avlabreliისევ სამების ბაღის ფისო
ისევ სამების ბაღის ფისო - Sputnik საქართველო
14/15
ისევ სამების ბაღის ფისო
© Sputnik / Levan Avlabreliისევ ვარდები
ისევ ვარდები - Sputnik საქართველო
15/15
ისევ ვარდები
1/15
სამების როზარიუმი გვიან შემოდგომაზე
2/15
ხედი სამების ბაღზე სამრეკლოდან
3/15
ნეკერჩხალთა მრავალფეროვნება სამების ბაღში.
4/15
სამების ვარდები აქ ადრე გაზახულიდან ზამთრის პირამდე ყვავიან
5/15
მწვანე ფერისა და ფოთოლთა ფაქტურის მრავალფეროვნება
6/15
მოსწონთ სამების ბაღის ფისოებს კამერასთან პოზირება
7/15
მიწა ჯერ კიდევ თბილია და ბაღში ხშირად იხილავთ მწვანე მოლზე წამომჯდარ ფისოებს.
8/15
ხედი ბაღზე სამრეკლოდან
9/15
მიუხედავად სუსხისა, სამების ვარდებს ჯერაც არ გახუნებიათ ფერები
10/15
სამების ბაღის მებაღეები მოლზე ისვენებენ
11/15
გვიანი შემოდგომა სამების ბაღში
12/15
სამების ბაღი თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა
13/15
უყვართ სამების ფისოებს ადამიანებთან სიახლოვე
14/15
ისევ სამების ბაღის ფისო
15/15
ისევ ვარდები

ამჟამად სამების ბაღის ნაწილში კვლავ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

არქიტექტორ ლიკა ქურციკიძის თქმით, 2012 წელს გადაწყდა სამების ბაღის რეკონსტრუქცია. ფონდმა "ქართუმ"  ახალი პროექტი ერთ-ერთ ცნობილ ინგლისურ დიზაინერულ კომპანიას დაუკვეთა.  გაკეთდა ახალი  ერთობლივი პროექტი ინგლისელების და ქართველების თანამონაწილეობით. ქართული მხრიდან პროექტში მონაწილეობდნენ, ლიკა ქურციკიძე, მონაზონი თეკლა სიხარულიძე  და ზურაბ შევარდნაძე.  პროექტი ითვალისწინებდა პარკის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქციას, მარჯვენა მხარეს ხვიარა მცენარეების პერგოლის, რეგულარული ფრანგული ბაღის და იაპონური კუთხის მოწყობას.

© Sputnik / Levan Avlabreliსამების ბაღის უხუცესი მკვიდრი - 400 წლოვანი ზეთისხილი
სამების ბაღის უხუცესი მკვიდრი - 400 წლოვანი ზეთისხილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
სამების ბაღის უხუცესი მკვიდრი - 400 წლოვანი ზეთისხილი

ამ პროექტის მიხედვით უკვე გახორციელდა საბავშვო საჭყუმპალაო აუზის და მისი მიმდებარე თარგების რეკონსტრუქცია, სამების ეზოს შეემატა მთელი რიგი საინტერესო და იშვიათი მცენარეების კოლექცია. თუმცა პროექტის სრულად განხორციელება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

© საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის არქივისამების ბაღის განაშენიანების პროცესი
სამების ბაღის განაშენიანების პროცესი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
სამების ბაღის განაშენიანების პროცესი

უსამართლობა იქნებოდა ამ სტატიაში, რომ არ აღგვენიშნა საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის როლი, სამების ბაღის განაშენიანებისა და მისი მოვლის საქმეში. სწორედ კოლეჯის პედაგოგებისა და მისი სტუდენტების დამსახურებაა, ის რომ დღეს, სამების საკათედრო ტაძრის ბაღს, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თბილისის მწვანე არქიტექტურაში. 

თამარ ხონელიძე
ყველა ახალი ამბავი
0