https://sputnik-georgia.com/20221101/sakanonmdeblo-cvlilebebis-proeqti-271848020.html
საკრებულოს გამო მერს უფლებამოსილება აღარ შეუწყდება: ცვლილება კოდექსში
საკრებულოს გამო მერს უფლებამოსილება აღარ შეუწყდება: ცვლილება კოდექსში
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. მუნიციპალური ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა საკრებულოსთან ერთად მერის უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს. შესაბამისი ცვლილებები... 01.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-01T19:22+0400
2022-11-01T19:22+0400
2022-11-01T21:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250322208_0:505:2731:2041_1920x0_80_0_0_fad076f1ea71b6613d03134f439a5e26.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. მუნიციპალური ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა საკრებულოსთან ერთად მერის უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს. შესაბამისი ცვლილებები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შედის.კოდექსის დღეს მოქმედი ნორმით, თუ საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან სამ თვეში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, საქართველოს მთავრობა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას.ამ დროისათვის მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცება შემდეგი წესით ხდება: მერი ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს წარუდგენს, რომელსაც შეუძლია არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტი მას უკან დაუბრუნოს შენიშვნებით. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, შენიშვნებს გაითვალისწინებს ან უცვლელი ფორმით დაუბრუნებს დოკუმენტს საკრებულოს. თუ საკრებულომ მერის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ან პირვანდელი რედაქცია არ დაამტკიცა, საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია ბიუჯეტის ახალი პროექტი ინიცირება მოახდინოს. იმ შემთხვევაში, თუ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში ბიუჯეტის პროექტი არ იქნება დამტკიცებული, როგორც მერს, ისე საკრებულოს უფლებამოსილება უწყდებათ.ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით კი, მუნიციპალური ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში მხოლოდ საკრებულოს შეუწყდება უფლებამოსილება.საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები არიან დეპუტატები კახა კახიშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი. კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის მერისთვის დაკისრება საკანონმდებლო ხარვეზია.მათი განმარტებით, სწორედ საკრებულოა უფლებამოსილი, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს და თუ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება ვერ ხერხდება, აქ იკვეთება საკრებულოს და არა მერის პასუხისმგებლობა. ამიტომ არათანაზომიერია, რომ ასეთ დროს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირს – მერს უფლებამოსილება ვადამდე უწყდებოდეს.ამავე ცვლილებების ფარგლებში მერის უფლებამოსილებებს საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში ახალი უფლებამოსილება ემატება. კერძოდ, მერი შეძლებს საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს, ან დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვოს. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს განმარტავს, რის შემდეგაც საკითხის კენჭისყრაზე დაყენება სავალდებულო იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250322208_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_216da5aa7db4918695024cba3b531f05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. მუნიციპალური ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა საკრებულოსთან ერთად მერის უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს. შესაბამისი ცვლილებები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შედის.
კოდექსის დღეს მოქმედი ნორმით, თუ საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან სამ თვეში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, საქართველოს მთავრობა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას.
ამ დროისათვის მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცება შემდეგი წესით ხდება: მერი ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს წარუდგენს, რომელსაც შეუძლია არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტი მას უკან დაუბრუნოს შენიშვნებით. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, შენიშვნებს გაითვალისწინებს ან უცვლელი ფორმით დაუბრუნებს დოკუმენტს საკრებულოს. თუ საკრებულომ მერის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ან პირვანდელი რედაქცია არ დაამტკიცა, საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია ბიუჯეტის ახალი პროექტი ინიცირება მოახდინოს. იმ შემთხვევაში, თუ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში ბიუჯეტის პროექტი არ იქნება დამტკიცებული, როგორც მერს, ისე საკრებულოს უფლებამოსილება უწყდებათ.
ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით კი, მუნიციპალური ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში მხოლოდ საკრებულოს შეუწყდება უფლებამოსილება.
საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები არიან დეპუტატები კახა კახიშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი. კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის მერისთვის დაკისრება საკანონმდებლო ხარვეზია.
მათი განმარტებით, სწორედ საკრებულოა უფლებამოსილი, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს და თუ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება ვერ ხერხდება, აქ იკვეთება საკრებულოს და არა მერის პასუხისმგებლობა. ამიტომ არათანაზომიერია, რომ ასეთ დროს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირს – მერს უფლებამოსილება ვადამდე უწყდებოდეს.
ამავე ცვლილებების ფარგლებში მერის უფლებამოსილებებს საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში ახალი უფლებამოსილება ემატება. კერძოდ, მერი შეძლებს საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს, ან დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვოს. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს განმარტავს, რის შემდეგაც საკითხის კენჭისყრაზე დაყენება სავალდებულო იქნება.