საეკლესიო კალენდარი: 1 ნოემბერი

© press-service of the Roads Department of Georgiaგერგეტის სამება, ყაზბეგი
გერგეტის სამება, ყაზბეგი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 ნოემბერს წინასწარმეტყველი იოელის, მოწამე უარის და შვიდი ქრისტიანი მასწავლებელის, ნეტარი კლეოპატრას და მისი ძის იოანეს, მღვდელმოწამე სადუკის, სპარსელი ეპისკოპოსისა და მისთან 128 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
წმიდა წინასწარმეტყველი იოველი
წმიდა წინასწარმეტყველი იოველი ქრისტეს შობამდე რვაასი წლის წინ ცხოვრობდა. მან იწინასწარმეტყველა იერუსალიმის მოოხრება. წინასწარ განჭვრიტა ისიც, რომ მაცხოვრის მეოხებით სულიწმიდა გარდამოვიდოდა „ყოველსა ზედა ჴორცსა“ (იოველი, 2; 28-32).
მოწამე უარი და მისთანა შვიდი ქრისტიანი
რომის იმპერიაში, უკეთური მაქსიმიანეს მეფობის დროს (დაახ. 307 წ.), ეგვიპტის მთავარ ქალაქ ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი მხედარი, სახელად უარი. იგი კერპთაყვანისმცემლების შიშით გარკვეულ დრომდე მალავდა თავის ქრისტიანობას, მაგრამ შემდგომში ყველას წინაშე განაცხადა თავისი რწმენა.
იმ დროისათვის მაქსიმიანემ წამოიწყო ქრისტიანთა დევნა და მთელს თავის სამფლობელოში გასცა ბრძანება, დაეხოცათ ყველა ქრისტიანი, რომლებიც უარს იტყოდნენ, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. მიაღწია ამ ბრძანებამ ეგვიპტემდეც და უმოწყალოდ იღვრებოდა მრავალი მორწმუნის უდანაშაულო სისხლი. ამ დროს უარი ღამღამობით, მცველების მოსყიდვით შედიოდა საპყრობილეებში, ამბორს უყოფდა წმიდა მოწამეთა ბორკილებს, ჰბანდა ჭრილობებს, მიჰქონდა საკვები და სთხოვდა შუამდგომლობას ღვთის წინაშე.
ერთხელ, უდაბნოში შეიპყრეს შვიდი ქრისტიანი, რომლებიც ასწავლიდნენ ხალხს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და მიჰგვარეს ეგვიპტის მბრძანებელს. დაკითხვისა და წამების შემდეგ, როცა ისინი მტარვალის ბრძანებით ჩაყარეს საპყრობილეში, უარი თავის ჩვეულებისამებრ ღამით მივიდა მათთან, გაუხსნა ხელ-ფეხი, ამბორს უყოფდა მათ და მიუგებდა: „ევედრეთ ჩემთვის უფალს, რათა მოიღოს მოწყალება, რამეთუ მსურს თქვენსავით ვეწამო მისთვის, მაგრამ ჩემი სისუსტის გამო მეშინია იმ ტანჯვისა, რომელიც თქვენ გიტვირთავთ“.
ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2022
საეკლესიო კალენდარი: 31 ოქტომბერი
წმიდანებმა კი მიუგეს: „ვერვინ მიაღწევს სრულყოფილებას, თუკი ექნება შიში გულში…მოდი ძმაო, და ვიდოდე ჩვენთან ერთად ტანჯვის გზით უფლისათვის, რომელიც ხედავს ჩვენს საქმეს; ევნე ჩვენთან ერთად, რამეთუ სხვა ასეთ ძმობას ვეღარ იხილავ მალე“. ამ სიტყვებით გამხნევებული უარი, აენთო ღვთისადმი სიყვარულით, და მზად იყო ყოველგვარი განსაცდელისათვის.
დილით მცველებმა მიჰგვარეს ისინი ეგვიპტის მრძანებელს. რადგან ერთი მოწამე მიყენებული ჭრილობებისაგან უკვე აღსრულებულიყო, კითხვაზე, თუ სად იყო მეშვიდე ქრისტიანი, საღმრთო შურით აღვსილი წმიდა უარი უშიშრად წარსდგა მტარვალთა წინაშე და მიუგო: „მეშვიდე მე ვარო" ამ სიტყვების მოსმენით განრისხებულმა მბრძანებელმა, გაცოფებული მტანჯველის ბრძანებით იქვე დაიწყეს უარის სასტიკი წამება.
ხუთი საათის შეუბრალებელი წამების შემდეგ უარის წმიდა და მართალი სული უფალს ჩაბარდა.
ნეტარი კლეოპატრა და ძისა მისისა იოანე
ერთი კეთილმორწმუნე ქალი სახელად კლეოპატრა, წარმოშობით პალესტინიდან, რომლის ქმარიც მხედართმთავარი იყო ეგივპტეში და რომელსაც ჰყავდა ვაჟი, ჯერ კიდეც ყმაწვილი იოანე, - შორიდან მწუხარებით ადევნებდა თვალს წმიდა უარის ტანჯვას. ღამით, მან ფარულად წამოიღო მოწამის გვამი და თავის სახლში დაკრძალა.
გავიდა რამდენიმე წელიწადი. ქრისტიანთა დევნა მიწყნარდა და კლეოპატრამ გადაწყვიტა დაბრუნებულიყო პალესტინაში, ამასთან მოინდომა წმიდა უარის ნეშტის თან წაღება. ფიქრის შემდეგ მან გადაწყვიტა მოქცეულიყო შემდეგნაირად: ეგვიპტის მბრძანებლისაგან გამოეთხოვა ნებართვა, რომ მისი ქმარი, რომელიც ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს, გადაესვენებინა სამშობლოში. მიიღო რა თანხმობა, თავისი ქმრის მაგივრად წაასვენა წმიდა უარის ნეშტი და დაკრძალა სოფელ ედრაში, თაბორის მახლობლად, თავისი წინაპრების გვერდით. ყოველ დღე იგი მიდიოდა უარის საფლავთან, აკმევდა საკმეველს და აღანთებდა სანთლებს. მისი მაგალითით მრავალმა ქრისტიანმა დაიწყო ამ წმიდა საფლავთან მისვლა, თან მიჰყავდათ სნეულნი, რომლებიც წმიდა უარის ლოცვით იკურნებოდნენ. მთელს ახლომახლო სოფლებში გავრცელდა წმიდა უარის დიდება. ხედავდა რა, რომ მრავალი ქრისტიანი მიდიოდა წმიდანის საფლავთან სალოცავად, კლეოპატრამ გადაწყვიტა ტაძრის აგება და შეუდგა კიდევ საქმეს. იმ დროისათვის მისი ვაჟი იოანე 17 წლის ყმაწვილი იყო და დედამ ჩაარიცხვინა იგი მეფის მხედრობაში, მაგრამ გადაწყვიტა ტაძრის მშენებლობის დასრულებამდე არ გაეშვა იმპერატორის სამსახურში. როცა დამთავრდა ტაძრის შენება, კლეოპატრამ მოუწოდა ეპისკოპოსებს, მღვდლებს, მლოცველებს და დიდი ზეიმით აკურთხეს ტაძარი. წმიდა უარის ნეშტი შეაბრძანეს ტაძარში და დაკრძალეს ტრაპეზის ქვეშ. კლეოპატრა მუხლმოყრილი ევედრებოდა წმიდა უარს შემდეგი სიტყვებით: - „გევედრები შენ, ჭირთადამთმენელო ქრისტესო, გამომითხოვე უფლისაგან ის, რაც სათნო იქნება მისთვის და სასარგებლო ჩემთვის და ჩემი ერთადერთი შვილისათვის, მე არ მაქვს სხვა სათხოვარი, გარდა იმისა, რაც ღმერთს სურს ჩვენთვის, მან თვითონ იცის რა არის ჩვენთვის საჭირო და დაე აღსრულდეს ჩვენზედა მისი კეთილი ნება“.
გიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2022
საეკლესიო კალენდარი: 30 ოქტომბერი
ლიტურგიის აღსრულების შემდეგ მან გადაიხადა დიდი ნადიმი ყველა იქ მყოფთათვის და თავის ვაჟთან ერთად ემსახურებოდა სტუმრებს. როცა ყველა სტუმარი წავიდა, კლეოპატრამ დაინახა, რომ მისი შვილი უეცრად ავად გამხდარიყო. ყმაწვილი ცხელებისგან იწვოდა.
- „ასე გადამიხადე სამაგიერო ჩემი სამსახურისთვის ღვთის სათნომყოფელო? უმჯობესი იყო მე მოვმკვდარიყავი ვიდრე ნაადრევი ყვავილივით მოწყვეტილი ჩემი შვილი მენახა. აღმიდგინე ჩემი შვილი, როგორც ოდესღაც ელისემ სამარიტელს, თუ არა და მეც წამიყვანე აქედან"
დიდი მწუხარებისა და უკიდურესი დაღლილობისაგან გათანგულ ქალს ცოტა ხანს ჩასთვლიმა წმიდანის საფლავთან. ძილში გამოეცხადა მას წმიდა უარი, რომელსაც ხელჩაკიდებული ეჭირა მისი ვაჟი. ორივენი გაბრწყინებულნი იყვნენ როგორც მზე, მათი სამოსი იყო თოვლზე უთეთრესი, წელზე ერტყათ ოქროს ქამრები და თავზე ედგათ გამოუთქმელი სილამაზის ოქროს გვირგვინები. ნეტარი კლეოპატრა ფეხებში ჩაუვარდა მათ, მაგრამ წმიდა უარმა ააყენა და უთხრა: -
„ჰოი, დედაკაცო, რისთვის მემდური მე? ნუთუ გგონია, რომ დავივიწყე შენი სამსახური ეგვიპტეში. განა მე ყოველთვის არ ვისმენ შენს ლოცვას და ვევედრები უფალს შენთვის? და უპირველეს ყოვლისა მე შევავავედრე უფალს შენი ახლობლები, რომლებთანაც დამასვენე აკლდამაში. ახლა კი, მე წავიყვანე შენი ვაჟი ზეციური მეფის სამსახურისათვის. ყოვლად მოწყალე უფალმა თავისი გამოუთქმელი მოწყალებით ინება და შენი შვილი მიღებულ იქნა მის ზეციურ მხედრობაში. თუ გსურს, წაიყვანე უკან და გააგზავნე მიწიერი და დროებითი მეფის სამსახურში, რადგან ვხედავ, რომ არ გინდა ემსახუროს ზეციურ და მარადიულ მეფეს“.
გამოღვიძებულმა კლეპატრამ კი გულში გამოუთქმელი სიხარული იგრძნო. მოუხმო მღვდლებს და მათთან ერთად პატივით დაკრძალა თავისი შვილი წმიდა უარის გვერდით, უკვე არა გლოვით, არამედ უფლისმიერი სიხარულით. შემდეგ მან გაყიდა მთელი თავისი ქონება და ამა სოფელს განშორებული ცხოვრობდა წმიდა უარის ეკლესიაში დღედაღამ უფლის სამსახურში. ყოველ კვრია დღეს, ლოცვის დროს, ეცხადებოდნენ მას წმიდა უარი და მისი შვილი ბრწყინვალე ნათლით მოსილნი. შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ ნეტარი კლეოპატრა წარსდგა უფლის წინაშე. მისი სხეული დაკრძალეს მისი შვილის გვერდით.
ყვიბისის ბერისაყდრების ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2022
საეკლესიო კალენდარი: 29 ოქტომბერი
მღვდელმოწამე სადუკი, სპარსელი ეპისკოპოსი და მასთან ასოცდარვა მოწამე
მღვდელმოწამე სადუკი, სპარსელი ეპისკოპოსი ქრისტეს აღსარებისთვის IV საუკუნის პირველ ნახევარში, საპორ II-ის ზეობისას დასაჯეს სიკვდილით ასოცდარვა მართლმორწმუნესთან ერთად.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0