https://sputnik-georgia.com/20221101/qartveli-avtomrbolelebis-warmateba-safrangetsi-271850835.html
ქართველ ავტომრბოლელებს ისტორიული წარმატება მიულოცეს
ქართველ ავტომრბოლელებს ისტორიული წარმატება მიულოცეს
Sputnik საქართველო
ქართველმა ავტომრბოლელებმა ისტორიაში პირველად მოახერხეს მსოფლიოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის დაკავება. 01.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-01T21:28+0400
2022-11-01T21:28+0400
2022-11-01T22:07+0400
საქართველო
ახალი ამბები
სპორტი
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271850660_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_7c67974773165efbb86431651c77603b.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ იოსებ ბაღათურიამ ქართველ ავტომრბოლელებს მევლუდ მელაძესა და ირინა ონაშვილს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატიდან დღეს, გამთენიისას დაბრუნდა. სპორტსმენებს აეროპორტში ახლობლები, იოსებ ბაღათურია, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.ჩემპიონატმა სტარტი საფრანგეთის ქალაქ მარსელში 26 ოქტომბერს აიღო და 30 ოქტომბერს დასრულდა. ქართველმა ავტომრბოლელებმა – საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ და „მის საქართველო 2003“-ის ტიტულის მფლობელმა ირინა ონაშვილმა მარსელში, პოლ რიკარდის ფორმულა 1-ის ტრასაზე საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ გამართულ ავტოსპორტის მსოფლიოს ჩემპიონატში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მათ ავტოსლალომში იასპარზეს. ესაა ავტოსპორტის სახეობა, სადაც მძღოლმა გარკვეულ ტერიტორიაზე მონიშნული რთული მონაკვეთი უნდა გაიაროს მაქსიმალურად სწრაფად.FIA Motorsport Games მულტისპორტული შეჯიბრებაა ავტოსპორტში, რომელსაც ქვეყნები საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ეგიდით ატარებენ. პირველი ღონისძიება 2019 წელს იტალიაში ჩატარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271850660_193:0:2048:1391_1920x0_80_0_0_18858fd9cf3da47024ef858737fb6140.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, სპორტი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საქართველო, ახალი ამბები, სპორტი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ქართველ ავტომრბოლელებს ისტორიული წარმატება მიულოცეს
21:28 01.11.2022 (განახლებულია: 22:07 01.11.2022) ქართველმა ავტომრბოლელებმა ისტორიაში პირველად მოახერხეს მსოფლიოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის დაკავება.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ იოსებ ბაღათურიამ ქართველ ავტომრბოლელებს მევლუდ მელაძესა და ირინა ონაშვილს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატიდან დღეს, გამთენიისას დაბრუნდა. სპორტსმენებს აეროპორტში ახლობლები, იოსებ ბაღათურია, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.
ჩემპიონატმა სტარტი საფრანგეთის ქალაქ მარსელში 26 ოქტომბერს აიღო და 30 ოქტომბერს დასრულდა. ქართველმა ავტომრბოლელებმა – საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ და „მის საქართველო 2003“-ის ტიტულის მფლობელმა ირინა ონაშვილმა მარსელში, პოლ რიკარდის ფორმულა 1-ის ტრასაზე საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ გამართულ ავტოსპორტის მსოფლიოს ჩემპიონატში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მათ ავტოსლალომში იასპარზეს. ესაა ავტოსპორტის სახეობა, სადაც მძღოლმა გარკვეულ ტერიტორიაზე მონიშნული რთული მონაკვეთი უნდა გაიაროს მაქსიმალურად სწრაფად.
FIA Motorsport Games მულტისპორტული შეჯიბრებაა ავტოსპორტში, რომელსაც ქვეყნები საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ეგიდით ატარებენ. პირველი ღონისძიება 2019 წელს იტალიაში ჩატარდა.