კულტურის სამინისტრომ საცირკო ხელოვნების ხელშესაწყობად კონკურსი გამოაცხადა

© courtesy of Tbilisi Circusთბილისის ცირკი
თბილისის ცირკი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
გამოწერა
აღნიშნული კონკურსი წელს პირველად გამოცხადდა.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „ცირკის განვითარების ხელშეწყობა“. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
კულტურის სამინისტრომ აღნიშნული კონკურსი წელს პირველად გამოაცხადა. კონკურსის მიზანი საცირკო ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაციაა საქართველოში მოქმედი ცირკის პროფესიული თუ სამოყვარულო დასების, ჯგუფების, დამოუკიდებელი არტისტების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის გზით.
კონკურსის ბიუჯეტი 80 ათას ლარს შეადგენს.
პირობების მიხედვით, კონკურსის ფარგლებში მიიღება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს პროფესიული თუ სამოყვარულო საცირკო დასების, მათ შორის, მობილური საცირკო დასების, ე.წ. შაპიტოს, ჯგუფებისა და დამოუკიდებელი არტისტების ხელშეწყობასა და სხვადასხვა საჭირო ხარჯით უზრუნველყოფას.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც აქვთ საცირკო ხელოვნების ნებისმიერ ჟანრში საგანმანათლებლო თუ შემოქმედებითი საქმიანობის გამოცდილება. კონკურსანტს მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა შეუძლია.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრის 12:00 საათამდე ნაბეჭდი სახით კულტურის სამინისტროში, ან ელექტრონული დოკუმენტის სახით სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@culture.gov.ge.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0