IAEA-ს ექსპერტებმა უკრაინის ორი ობიექტის შემოწმება დაიწყეს

© photo: Sputnik / Konstantin Mikhalchevskiyრაფაელ გროსი
რაფაელ გროსი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
გამოწერა
შემოწმების პირველადი შედეგები ამ კვირაში იქნება წარმოდგენილი.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტებმა უკრაინის ორ ობიექტზე საქმიანობის შემოწმება დაიწყეს რუსეთის განცხადებების ფონზე, რომ მზადდება პროვოკაცია „ბინძური ბომბის“ შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„გენერალურმა დირექტორმა (რაფაელ) გროსიმ განაცხადა, რომ IAEA-ს ექსპერტებმა დაიწყეს და მალე დაასრულებენ უკრაინის ორი ობიექტის შემოწმებას. ეს მოხდა უკრაინის მთავრობის მხრიდან წერილობითი თხოვნის შემდეგ, რომ იქ ჯგუფები და ინსპექტორები წასულიყვნენ“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი ამ კვირაში, უფრო მოგვიანებით წარმოადგენს თავდაპირველ დასკვნებს უკრაინული ობიექტების შემოწმების შესახებ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0