https://sputnik-georgia.com/20221101/collins-dictionary--271846651.html
Collins Dictionary-მ წლის მთავარი სიტყვა დაასახელა: რას ნიშნავს „პერმაკრიზისი“
Collins Dictionary-მ წლის მთავარი სიტყვა დაასახელა: რას ნიშნავს „პერმაკრიზისი“
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ინგლისური ენის ლექსიკონ Collins Dictionary-ს ავტორებმა წლის მთავარი სიტყვა დაასახელეს, იუწყება BBC. 01.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-01T19:01+0400
2022-11-01T19:01+0400
2023-07-20T15:47+0400
საზოგადოება
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23375/30/233753073_125:837:3245:2592_1920x0_80_0_0_b612644701725e3265f2108765cb1e21.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ინგლისური ენის ლექსიკონ Collins Dictionary-ს ავტორებმა წლის მთავარი სიტყვა დაასახელეს, იუწყება BBC.გავრცელებული ინფორმაციით, ეს სიტყვაა Permacrisis („პერმაკრიზისი“), რომელიც აღწერს ომის, ინფლაციისა და პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდში ცხოვრების განცდას.როგორც ლექსიკონის ავტორებს მიაჩნიათ, ეს სიტყვა ნათლად ასახავს, თუ რაოდენ საშინელი იყო 2022 წელი ბევრი ადამიანისთვის.გარდა ამისა, Collins Dictionary-ს ჩამონათვალში ასევე შევიდა სხვა 9 სიტყვა და ფრაზაც. ესენია:აღსანიშნავია, რომ Collins Dictionary-მ წინა წლებში მთავარ სიტყვებად დაასახელა „ლოკდაუნი“, „ფეიკ-ნიუსი“, „ბრექსითი“, „კლიმატური გაფიცვა“ და სხვ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23375/30/233753073_180:0:3636:2592_1920x0_80_0_0_8db4c57d9bfec903a2727e746459cd25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
Collins Dictionary-მ წლის მთავარი სიტყვა დაასახელა: რას ნიშნავს „პერმაკრიზისი“
19:01 01.11.2022 (განახლებულია: 15:47 20.07.2023) თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ინგლისური ენის ლექსიკონ Collins Dictionary-ს ავტორებმა წლის მთავარი სიტყვა დაასახელეს, იუწყება BBC.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს სიტყვაა Permacrisis („პერმაკრიზისი“), რომელიც აღწერს ომის, ინფლაციისა და პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდში ცხოვრების განცდას.
როგორც ლექსიკონის ავტორებს მიაჩნიათ, ეს სიტყვა ნათლად ასახავს, თუ რაოდენ საშინელი იყო 2022 წელი ბევრი ადამიანისთვის.
გარდა ამისა, Collins Dictionary-ს ჩამონათვალში ასევე შევიდა სხვა 9 სიტყვა და ფრაზაც. ესენია:
1.
Carolean — ეხება დიდი ბრიტანეთის ახალ მეფე ჩარლზ მესამესა და მის მმართველობას;
2.
Kyiv — უკრაინის დედაქალაქი;
3.
Lawfare — სასამართლო პროცესის სტრატეგიული გამოყენება მოწინააღმდეგის დასაშინებლად თუ მისთვის დაბრკოლებების შესაქმნელად;
4.
Partygate — პოლიტიკური სკანდალი, რომელიც ელიტურ მიღებებს უკავშირდება;
5.
Quiet quitting — მუშაობის პრაქტიკა, რა დროსაც ადამიანი სამსახურში იმყოფება, მაგრამ ან ცოტას მუშაობს, ან საერთოდ არაფერს აკეთებს;
6.
Splooting — მუცელზე წოლა, რა დროსაც ფეხები გაჭიმულია;
7.
Sportswashing — სპორტული ღონისძიებების სპონსორობა ან რეკლამა შელახული რეპუტაციის აღსადგენად ან საეჭვო ქმედებებიდან ყურადღების გადასატანად;
8.
Vibe shift — გაბატონებული კულტურული ატმოსფეროს ან ტენდენციების მნიშვნელოვანი შეცვლა;
9.
Warm bank — გათბობიანი შენობა, სადაც შეუძლიათ წავიდნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ საცხოვრებლებს ვერ ათბობენ.
აღსანიშნავია, რომ Collins Dictionary-მ წინა წლებში მთავარ სიტყვებად დაასახელა „ლოკდაუნი“, „ფეიკ-ნიუსი“, „ბრექსითი“, „კლიმატური გაფიცვა“ და სხვ.